fbpx
giorgi gvenetadze

გიორგი გვენეტაძის სქრინშოტი

თარიღი: 19 May, 2020

ჩემს შესახებ…

განათლება: მარკეტინგი. საქართველო.
მუშაობის გამოცდილება: 12 წელი.
აქედან, მენეჯერულ პოზიციაზე: 7 წელი.
ამჟამინდელი პოზიცია: თამაშების დირექტორი; აჭარაბეთქომი.
ყოველთვიური ანაზღაურება: დროის უკუპროპორციული.
თავისუფალი დრო: ყოველთვიური ანაზღაურების უკუპროპორციული.

იუმორი: 6/10
Various Skills & Talent: 6/10
Look: 4/10
Success Rate: 8.2 / 10
Sleeps: 5hrs a day.
Runs: no more.
Loves: Loves.

ინსპირაციის წყარო…

ინსპირაციის წყარო უმეტეს შემთხვევაში საკუთარი თავი შეიძლება აღმოჩნდეს. როცა გავაანალიზე, თუ რამდენი უაზრო თასქი შემისრულებია უდიდესი მონდომებით, ვიფიქრე რა მაკეთებინებდა – მეთქი და ალბათ, სადღაც ქვეცნობიერში ვგრძნობდი, რომ სხვა უფრო საინტერესო და გამოსადეგი გრძელვადიანი შედეგისთვის კეთდებოდა.

მაგალითად, უაზრო პრეზენტაცია ან ,,შპარგალკები” კალკულუსის არაფრისმომცემი გამოცდისთვის; ახლაც, რაღაც მორიგი ფუტლიარი რეპორტი როცაა შესავსები და მაააგრად გეზარება ან არ გცალია ან არ იცი, როგორ შეავსო, გადადებ, გადადებ, გადადებ და ბოლოს აი, მაინც, რომ მიადგები შეხსენების გარეშე, აი, ის მიდგომაა ზუსტად ინსპირაციის წყარო, ის შინაგანი ხმა, რომელიც არ მოგეშვა და მანამდე გიბურღა და გიღიტინა ტვინში, სანამ ქმედება არ განგახორციელებინა.

მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური ფორმა…

მე ვფიქრობ, როგორც მომხმარებელი გესაუბრება, შენც ისე უნდა უპასუხო.  ჩინელი ტურისტი გატეხილი ინგლისურით, რომ მეკითხება აბანო სადაა აქო: „აგერ ჩემი ძმა.. ხიდზე გადეირბინე და მარჯნივ ჩატეხე-მეთქი“ რომ ვუთხრა ქუთაისური ქართულით, გაიგებს რამეს?! – ისეა მომხმარებელიც.

დგებიან ბრენდები, ზომავენ ამ NPS-ებს და Tone Of Voice-ებს და ათასგვარ უძერსკესი სახელის მეტრიკებს და იმის მიხედვით გამოყავთ მერე საუკეთესოდ მორგებული საკომუნიკაციო ენა. – რობოტები, ხომ არ ვართ? ვასწავლოთ თანამშრომელს, კოპირაიტერს, ფრონტის წევრს და რავი სულ ყველას ის რეალური მეტრიკები, რომლებიც მაშინვე მიაღებინებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით ისაუბროს მომხმარებელთან.

ჩვევა…

ვინმეს სიტყვა თუ გაუგრძელდა 1 წუთზე მეტი მაშინვე ვეთიშები და სხვა რაღაცას ვაკეთებ. აზრი არ აქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ბოლოსკენ ალბათ, ასე 10-15 წუთში შეჯამებას გააკეთებს: „რომ შევაჯამოთ, ანუ მივიღეთ ის, რომ ბლა,ბლა, ბლა… – რატომ უნდა დავკარგო დრო?!

წარმატებული პროექტი…

იგივე კითხვით შარშან, ,,კანის ლომებამდე” რომ მოგემართათ, დავიწყებდი პროექტების ჩამოყრას, სულ მნიშვნელობის და მედლების და ბლაბლაბლების მიხედვით. ისეთ ანალიზიან პასუხს გაგცემდით, რომ რედაქტირების საშუალებასაც აღარ დავუტოვებდა თქვენს რედაქტორს.

მაგრამ..

სომხეთში არის ერთი ჩვენგან განსხვავებული სარეკლამო შეზღუდვა, რეკლამაში არ შეგიძლია გამოიყენო კომუნიკაციის აღმატებითი ფორმა, ვერ იტყვი, ყველაზე დიდი კომპანია,  ყველაზე ბაჯაღლო ბრენდი, ყველაზე ცხელი ყავა და ა.შ.

… ხოდა, იმ მაგრამ – ს ვაგრძელებ..

მემგონი პროექტების ყველაზე და არაყველაზე წარმატებულებად დაყოფა უნდა დავასრულოთ. თუ რეალურად პროექტზე იმუშავე და მას სრულფასოვანი სახე მიეცი – უკვე ყველა წარმატებულია.  ოღონდ, წარმატების ორი ფორმაა მანდ: ერთი – მატერიალური სარგებელი, ხოლო მეორე – ნასწავლი გაკვეთილები.

საბოლოო პასუხი: ყველა, სულ ყველა.

მომხარებლის მოსაზიდად მნიშვნელოვანია…

ალბათ მაინც გულწრფელობა. მომხმარებელს უნდა, რომ პირდაპირ უთხრა: ,,აი ჩემი წვენი არაა 100%-ით ნატურალური, მაგრამ 95%-ით ნამდვილად ნატურალური პროდუქტია და შენ გადაწყვიტე ეს გირჩევნია – თუ ჩემი კონკურენტის.” – ესაა ალბათ ყველაზე სწორი გზა.

ყველგან მომხმარებლის შეფასებები წერია. ლამის სიტყვა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სინათლის სხივი და აზრი არ აქვს. შენ, რაც უნდა ვარდისფრად უთხრა, უწკრიალესად ჩაცმული დიასახლისის პირიდან, რომ შენი სარეცხის საშუალება 4-ჯერ უფრო ღრმად რეცხავს, ვიდრე სხვისი, რა აზრი აქვს?! – კაი, თუ არ ვუჯერებ არავის, ერთხელ ვიყიდე – მაგრამ, მეორედ, ხომ აღარ ვიყიდი სულ, რომ 100-ჯერ გამეორდეს ერთი და იგივე რეკლამა. ეს უბრალოდ ტყუილად გადაყრილი ფული და დროა ამიტომ, keep it simple & honest!

სამი რჩევა…

1)     არ

2)     მოუსმინოთ

3)     რჩევებს.

ვერავინ გირჩევთ იმ ხმაზე უკეთ, რომელიც, სადღაც ქვეცნობიერში გამუდმებით გახსენებთ იმ გადადებულ საქმეზე, რომლის დაწყებაც ბოლო 14 დღეა კვლავ გადადეთ.. და ბოლო-ბოლო დგები, აკეთებ, და ის ხმა ახლა სხვა თასქზე იწყებს ტვინის ბურღვას.