Academy logo
Academy logo
გიორგი გრიგალაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

გიორგი გრიგალაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

04 თებ. 2026

მოგვიყევით თქვენ შესახებ.


მე ვარ გიორგი გრიგალაშვილი, 23 წლის. 

თითქმის ორი წელია გრაფიკული დიზაინერი ვარ, ხოლო მთამსვლელობა ჩემი მთავარი გატაცებაა უკვე 12 წელია. 


როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?


როდესაც გადავწყვიტე, რომ გრაფიკული დიზაინის შესწავლა მინდოდა, დავიწყე კურსების ძიება. 

ბაზარზე არსებული თითქმის ყველა კურსის შინაარსი, კურიკულუმი და პირობები ვნახე, მათგან საუკეთესო ამოვარჩიე და ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. 

ამასთან ერთად, მეგობრების რჩევებიც დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში. 

რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?


ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსები, რაც ჩემი კარიერის საუკეთესო დასაწყისი აღმოჩნდა. 

კურსების დასრურების შემდეგ, შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩემს გონებაში ჩაფიქრეული ვიზუალები რეალობად მექცია, შემექმნა რაღაც ახალი ჩემი ინდივიდუალიზმით. 


მოკლედ რომ ვთქვა, საკუთარი თავის საუკეთესოდ გამოხატვის შესაძლებლობა მომცა ამ კურსმა. 

კურსის დასრულებიდან მეორე დღესვე დავსაქმდი სარეკლამო კომპანიაში, მას შემდეგ მუდმივად ვვითარდები და ახალ გამოწვევბს ვეჭიდები.

სად ხართ ამჟამად დასაქმებული?


ამჟამად, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სადისტრიბუციო კომპანია “მზიურში” ვარ დასაქმებული. 

ვიზუალებს და სხვადასხვა კრეატივებს ვუკეთებ ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის - Lindt, Dallmayr, Bubchen, Nuk,Gipopo, Plasmon და სხვა.

ამასთან ერთად, ორი ახალი ქართული ბრენდის - “მზიანისა” და “მარჩიელოს” ბრენდბუქები და პროდუქციის ვიზუალები შევქმენი, მათ შორის, ლოგო. 


რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?


ვფიქრობ, ჩემი კარიერული გზა ვერ შედგებოდა, რომ არა ციფრული ინდუსტრიის აკადემია. 


როგორც უკვე ვახსენე, ჩემი კარიერის დასაწყისია, სწორედ აქ ვისწავლე საჭირო უნარები, რათა შემექმნა ის ყველაფერი, რითაც ახლა ვამაყობ და რაც გამომარჩევს. 


თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?


ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველ ადამიანებს ვურჩევდი, რომ საკუთარი კარიერის საწყისი წერტილი დაკვირვებით აირჩიონ, რადგან ხშირად სწორედ ეს ხდება წარმატების საწინდარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მონდომებისა და შრომის გარეშე პრაქტიკულად შეუძებელია. 


ბაზარი დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვითარდება, იზრდება და მაღალი სტანდარტებიც ჩნდება. 


სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონკურენეტუნარიანი იყოთ ცოდნით, ხოლო გამოცდილებისთვის შრომა და თავდადება ერთადერთი გასაღები მგონია.