fbpx
ფერები

ფერები, რომლებიც ერთად არ უნდა გამოიყენოთ

თარიღი: 5 May, 2021

ალბათ ამ ქავერის დანახვისას გაიფიქრე: ,,რა საშინელებაა”, ,,თვალებს მტკენს”, ,,ვერ ვკითხულობ”.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ეს შთაბეჭდილება არ დარჩეს, აუცილებელია დიზაინში მოერიდო რამდენიმე ფერის ერთად გამოყენებას:

ყვითელი მწვანე ფონზე

ფერების პალიტრა

ეს ორი ფერი ხშირად გამოიყენება სარეკლამოდ, რაც მიზნად ისახავს მაყურებლის ყურადღების მიპყრობას. ორივე ფერი ნამდვილად მკვეთრია და მაშინვე იპყრობს ყურადღებას, თუმცა ყურადღების მიპყრობისთანავე აღიზიანებს თვალს, რაც უარყოფით ემოციას იწვევს მომხმარებელში. ამ ფერების გამოყენება ერთმანეთი გვერდით დასაშვებია, მაგრამ არა ერთმანეთის ფონზე. ასევე დამოკიდებულია ფერთა ტონებზე.

მწვანე წითელ ფონზე

ფერები

ამ ფერთა მიქსი საუკეთესო არჩევანია ისეთი დღესასწაულების დროს, როგორიც არის შობა და ახალი წელი. საახალწლო ნაძვის ხე წითელი სათამაშოებით ნამდვილად კარგად გამოიყურება, მაგრამ მწვანე ტექსტი წითელ ფონზე ან წითელი ტექსტი მწვანე ფონზე არ იკითხება. გარდა ამისა, ეს ორი ფერი ერთად ქმნის ილუზიას, რომ თითქოს გამოსახულება მოძრაობს.

წითელი, ლურჯი და იასამნისფერი შავ ფონზე

ფერები

როდესაც ქმნით დიზაინს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტექსტი უნდა იყოს წაკითხვადი. თუ გამოიყენებთ წითელს, ლურჯს ან იასამნისფერს შავ ფონზე ამით მკითხველს დიდ პრობლემას შეუქმნით, ტექსტი არ იქნება წაკითხვადი, ხოლო დიზაინი იქნება თვალისთვის გამაღიზიანებელი.

თეთრ ფონზე ღია ფერები

ფერების პალიტრა

თეთრი ფერი ისედაც ღიაა, შესაბამისად მის ფონზე კიდევ მკრთალი ფერების გამოყენება არ იქნება სწორი ნაბიჯი. თუ იყენებთ თეთრ ფონს ტექსტი უნდა იყოს შედარებით მუქი ფერის. მაგალითად, წითელი, ლურჯი ან შავი.

ყვითელი და ლურჯი წითელ ფონზე

ფერების პალიტრა

ცალ-ცალკე წითელი, ლურჯისა და ყვითელი ფერი შეხამება ძალიან კარგად შეიძლება, თუმცა არა ყვითელი და ლურჯი წითელ ფონზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაციაა, რაც კი შეიძლება შეარჩიოთ. წითელი მკვეთრი ფერია ისევე, როგორც ყვითელი, ორი მკვეთრი ფერის ერთობლიობა ძალიან აღიზიანებს ადამიანის თვალს.

ნუ გამოიყენებთ ამ ფერებს ერთად, შეეცადეთ შექმნათ მინიმალისტური და დაბალანსებული პალიტრა დიზაინის შესაქმნელად.