Facebook-ი ავატარის ფუნქციას ამატებს
თარიღი: 5 June, 2019
Facebook-მა რეაქციის გამოხატვის ახალი ავატარი დაანონსა.
2019 წლის 3 ივნისიდან Facebook-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოსახულების მქონე ავატარი გამოიყენონ რეაქციის გამოხატვის დროს.
ტექნოლოგიური ონლაინ გამოცემა Digitaltrend-ის ცნობით, თავდაპირველად ავსტრალიის მასშტაბით მოხდება ახალი ფუნქციის ტესტირება, 2020 წლის დასაწყისში კი მთლიან სოციალურ მედიაში მოხდება მისი ადაპტაცია.
Facebook -ის გუნდი ამბობს, რომ ახალი ემოციების დიზაინი ძალიან მიახლოებულია რეალურთან, ფართო არჩევანია: კანის ფერის, თმისა და სხვადასხვა ტანსაცმლის მიხედვით.
მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ვირტუალური გამოსახულება ჰქონდეთ კომენატრებში, პუბლიკაციებსა და მესენჯერის აპლიკაციაში.
პროცესი შემდგომში მდგომარეობს: მომხმარებელი ირჩევს Emoji აიქონს, ნახულობს ავატარის სტიკერებს და საკუთარი გემოვნებით ახდენს გარეგნობის კონფიგურაციას. Facebook-ი წლების მანძილზე გეგმავდა მომხმარებლებისთვის პირადი ავატარის შექმნის კონცეფციას, დაახლოებით ერთი წლის წინ პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდა რეალური ფოტოდან შეექმნათ ვირტუალური ავატარი.
Facebook introduces Avatars, its Bitmoji competitor: Ditch those generic emoji. Facebook’s new Avatars feature lets you customize a virtual lookalike of yourself for use as stickers in chat and comments. Once you personalize your Avatar’s face, hair, and… https://t.co/HQ9QTGcq8B pic.twitter.com/SZsVzGs4Au
— Femi Johnson (@fplusjay) June 3, 2019
თუმცა, სანამ Facebook-ი საუბრობს, რომ გენერირებული ავატარი ძალიან ჰგავს რეალურს, მომხმარებლების თქმით, პრაქტიკაში ავატარი ასეთი რეალისტური ჯერ არ არის. თავისთავად, სურათიდან ავატარის შექმნის პროცესი ძალიან ინდივიდუალური და უნიკალური პროცესია, განსხვავებით იმ სხვა სტიკერების შექმნის პროცესისგან, რომელიც სოციალური მედიისთვის იქმნება.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში Facebook-მა ახალი სიახლე უკვე დანერგა და მომხმარებელს საკუთარი ავატარის საშუალებით შეუძლია რეაქციის გამოხატვა , ზუსტი ტექნიკური და ვიზუალური დეტალების შესახებ Facebook-ი არ საუბრობს 2020 წლამდე.