6 უცნაური ფაქტი ტექნოლოგიების შესახებ
თარიღი: 9 June, 2020
ჩვენ უამრავი ტექნოლოგიის მომხმარებლები ვართ, ყოველდღიურად ვსტუმრობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 6 უცნობ და ძალიან საინტერესო ფაქტს ტექნოლოგიების შესახებ
სიტყვა ,,რობოტს“ არც ისე კარგი მნიშვნელობა აქვს
თუ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას გადაამოწმებთ დარწმუნდებით ამ მოსაზრების სისწორეში. სახელი რობოტი ჩეხეთიდან მოდის ,,robota” და ითარგმნება, როგორც ,,იძულებით მომუშავე”. ეს სიტყვა პირველად 1920 წელს გამოიყენეს.
Samsung-ი 38 წლითა და 1 თვით უფროსია, ვიდრე Apple-ი
შესაძლო არიცოდი, რომ კომპანია Samsung-ი ბევრად ადრე დაარსდა, ვიდრე Apple-ი. Samsung-ი დაარსდა 1938 წლის 1 მარტს ლი ბიუნ-ჩულ-ის მიერ, ხოლო Apple-ი 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსისა და სტივ უოზნიაკის მიერ.
დომენის სახელის რეგისტრაცია ადრე უფასო იყო
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანები ვერ აანალიზებდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა მიენიჭებოდა ინტერნეტს, დომენის სახელის რეგისტრაცია უფასო იყო. 1995 წლიდან ეს პროცესი ფასიანი გახდა, 2 წლით დომენის სახელის რეგისტრაცია 100 დოლარი ჯდებოდა.
რადიოს 38 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყოლოდა
ალბათ ვერ წარმოიდგენდით, რომ რადიოს 38 წელი დასჭირდებოდა 50 მილიონიანი აუდიტორიის შესაქმნელად, თუმცა ეს რეალობაა. iPod-ს კი მხოლოდ 3 წელი დასჭირდა იგივე შედეგისთვის.
პირველ ფოტოაპარატს ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა ფოტოს გასამჟღავნებლად
პირველი ფოტოაპარატი 1826 წელს გამოვიდა, მას 8 საათი სჭირდებოდა კადრის გასამჟღავნებლად. მოგვიანებით კი 1839 წელს Louis Daguerre-იმ ეს დრო 15 წუთამდე შეამცირა.
პირველ მაღვიძარას მხოლოდ ერთ დროს შეეძლო დარეკვა
პირველი მაღვიძარა გამოიგონა ლევი ჰუჩინმა 1787 წელს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს მას მხოლოდ ერთ დროს, დღის 4 საათზე შეეძლო ადამიანის გაღვიძება.