ელენე თანდაშვილის ისტორია: როგორ მოვხვდი ციფრულ სამყაროში
თარიღი: 19 November, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ელენე თანდაშვილი ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სოციალური მედიის მენეჯმენტის კურსი გაიარა, ახლა კი STORI AI-ში Customer Success Manager-ია.
მე ვარ ელენე თანდაშვილი, 22 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული. სოციალური მედია ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის – მისი დინამიკა, მომხმარებლების ქცევების გაშიფვრა და კრეატიული კომუნიკაციის ფორმების ძიება. სწორედ ამ ინტერესმა მიბიძგა აღნიშნულ სფეროში პროფესიული განვითარებისკენ და ბევრი კვლევის შემდეგ, ვინაიდან კურსების არჩევანი საკმაოდ დიდია, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში აღმოვჩნდი, სოციალური მედიის კურსზე.
ყოველი ვორქშოფი, იყო პრაქტიკული რჩევებით გაჯერებული და სავსე ინსპირაციით. რეალურ ქეისებზე მუშაობის შესაძლებლობამ მაჩვენა, თუ როგორ უნდა ვმართო სოციალური მედიის კამპანიები, სწორად განვსაზღვრო სამიზნე აუდიტორია და შევიმუშაო მათთან საკომუნიკაციო სტრატეგიები. სოციალური მედიის კურსი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ აკადემიაში სიარულის პერიოდში ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა შემდეგი ლექცია, რადგან ეს არა მხოლოდ სწავლა, არამედ ამ სფეროში საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესიც იყო.
კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიამ რეკომენდაცია გამიწია STORI AI-ში, სადაც ამჟამად ვმუშაობ Customer Success Manager-ის პოზიციაზე. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს ბიზნესებსა და ადამიანებს საკუთარი ბრენდის მარტივად შექმნასა და სოციალურ ქსელებისა და ციფრულ არხებისთვის ბრენდირებული კონტენტის შექმნაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მიღებული თეორიული ცოდნა არა მხოლოდ STORI-ს სოციალური მედიის ამოცანების შესასრულებლად გამოვიყენო, არამედ ჩართული ვიყო ამ პროდუქტის განვითარებაშიც, რომელიც სხვებსაც დაეხმარება სოციალური მედიის უფრო წარმატებით მართვაში.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ სწავლა და სიახლეების ძიება, ვინაიდან ციფრული სამყარო მუდმივ მოძრაობაშია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის. იყავით ცნობისმოყვარე, დააკვირდით ინდუსტრიას, დასვით კითხვები, გაიარეთ კურსები, დაესწარით ვორქშოფებს და არასდროს შეწყვიტოთ სწავლა.