fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ელენე კაპანაძის ისტორია: ინტერიერის კურსიდან ფრილანს ინტერიერის დიზაინერობამდე

თარიღი: 1 August, 2025

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ელენე კაპანაძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები გაიარა, ახლა კი ფრილანსერად მუშაობს და კერძო შეკვეთებს იღებს. 

მე ვარ ელენე კაპანაძე 23 წლის, ინტერიერის დიზაინერი.  ძალიან მიყვარს სივრცეების გარდაქმნა, ესთეტიკა და ფერებით-მატერიებით თამაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს გახდის.

ვიცოდი, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემი საქმე იყო, მაგრამ მჭირდებოდა სწორი მიმართულება და პროფესიონალური ბაზა. ბევრი ძიების შემდეგ არჩევანი გავაკეთე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე, აქ მივიღე უამრავი საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. 

აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი. ამ კურსებზე მივიღე სისტემური ცოდნა, ვისწავლე მუშაობის ტექნიკები, დავეუფლე საჭირო პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Archicad,  CORONA  და 3D MAX . პრაქტიკული დავალებები და რეალური მაგალითები დამეხმარა განვითარებასა და საკუთარი სტილის პოვნაში. 

ამჟამად ვიღებ კერძო შეკვეთებს და ამ შეკვეთების დახმარებით ვაკეთებ კერძო  პორტფოლიოს. პორტფოლიოს ნაწილობრივ შექმნის შემდეგ ვაპირებ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობასაც.

აკადემიამ მომცა საფუძველი, რაც დამეხმარა თავდაჯერებულად გადამედგა პირველი ნაბიჯები ამ სფეროში.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული იყო პორტფოლიოს შექმნაზე ორიენტირებული სწავლება და ლექტორის მხარდაჭერა ნებისმიერ საკითხზე. 

ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ თავიდან დაწყების. სწორი ცოდნა და შრომა ყოველთვის დადებს შედეგს. იყავით ღია ახალ ტექნოლოგიებთან, მუდმივად განავითარეთ საკუთარი თავები და აუცილებლად აირჩიეთ ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც პრაქტიკაზეა ორიენტირებული.  განსაკუთრებით ამ პროფესიაში მიეცით თავისუფლება თქვენს ფანტაზიას, არ ჩაჯდეთ სტანდარტით დადგენილ ჩარჩოებში, იპოვნეთ საკუთარი სტილი და საბოლოოდ შემქნით ძალიან უცხო და საოცარ ნამუშევრებს.