fbpx
მარკეტინგული სტრატეგია

5 ეტაპი, როგორ შევქმნათ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია

თარიღი: 14 April, 2020

 როგორ შევქმნათ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია?

 

თანამედროვე ბიზნესის წარმატებისთვის მთავარ ფაქტორს ციფრული მარკეტინგი წარმოადგენს. მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე ვერცერთი ბიზნესი ვერ შეძლებს ეფექტურ მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გამორჩეული, წარმატებული და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება.

 

ხუთი რჩევა, რომელიც წარმატებული სტრატეგიის შექმნაში დაგეხმარებათ:

 

განსაზღვრეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია

მარკეტინგული სტრატეგია ვერ იქნება წარმატებული თუ ჯერ კარგად არ გაიცნობთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას. აუცილებელია განისაზღვროს თუ ვინ ყიდულობს თქვენს პროდუქტს? და რატომ? ამ კითხვებზე პასუხის მოძიება დაგეხმარებათ მომხმარებლის უკეთ გაცნობაში. შეისწავლეთ სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემები, რაც დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმის გაგებაში  თუ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და რას ელის თქვენგან, არამედ იმის გარკვევაშიც თქვენი საქმიანობა სოციალურად, კულტურულად და პოლიტიკურად ეხება თუ არა კონკრეტულ სეგმენტს.

 

შეარჩიეთ სწორი პლატფორმა

ციფრული მარკეტინგის წარმოებისთვის უამრავი პლატფორმა არსებობს: Facebook, Youtube, Instagram, Linkedin და ა.შ. არჩევანი საკმაოდ დიდია. ყველა პლატფორმაზე აქტივობა უშედეგოა, ამიტომ მნიშვნელოვანია პლატფორმის სწორად შერჩევა.

მაგალითად, თუ გსურთ რეკლამის ფართო აუდიტორიაზე გავრცელება გამოიყენეთ Facebook-ი, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა თაობაა, რომელიც დაინტერესებულია საინტერესო და ხარისხიანი კონტენტით გამოიყენეთ ინსტაგრამი. ეს ყველაფრი თქვენი მიზნის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.

 

ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა

შესაძლოა თქვენ გაქვთ ახალი იდეები და ფიქრობთ, რომ ეს იდეები წარმატების მომტანი იქნება კომპანიისთვის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ იდეების გენერირებისას არ იმსჯელოთ მხოლოდ წარსული გამოცდილებით, არ დაეყრდნოთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ადრე კონკრტული პროექტი წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა, მოიპოვეთ ზუსტი მონაცემები, სტატისტიკა, რა მუშაობს ბაზარზე, რას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა მომხმარებლის მხრიდან. ის, რაც წარსულში წარმატების მომტანი იყო შესაძლოა ახლა წარუმატებელი აღმოჩნდეს.

 

დახარჯეთ გონივრულად

ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ რაზე დახარჯოთ მეტი დრო და რესურსი და რაზე ნაკლები, ამისათვის კი ანალიზია საჭირო. დააკვირდით თქვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს, რამ იმუშავა კარგად და რა იყო ნაკლებად საინტერესო თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის, შემდეგ კი ამის მიხედვით გააკეთეთ დასკვნები, რასზე უნდა მოახმაროთ მეტი ფინანსური რესურსი.

 

გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები

ვიზუალური ელემენტების გამოყენება თქვენი კომპანიის იდენტიფიცირებას ამარტივებს. ლოგო, ფონტი, ფერები  ბრენდის იდენტობის განმსაზღვრელია. ამ ელემენტების კრეატიულად  გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ  სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიიპყრობას. მომხმარებელს ყოველთვის ამახსოვრდება საინტერესო და განსხვავებული ვიზუალი, რაც თქვენს კომპანიას წარმატებას მოუტანს.

გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა და შეეცადეთ სტრატეგიის შესაბამისად ჩამოყალიბება.

ტეგები: