fbpx
ახალი წელი

ძვირფასო ბრენდებო, თქვენ საახალწლო მუსიკას არასწორად არჩევთ

თარიღი: 24 December, 2020

,,ის რაც ესმის მომხმარებელს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.”

დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ცნობილი ბრენდები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი მომსახურების და პროდუქტის საინტერესოდ წარმოჩენას. მათი მიზანია საახალწლო განწყობა საკუთარი პროდუქტის დახმარებით შექმნან, ამ პროცესში კი მუსიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

,,ზოგიერთი ბრენდი მუსიკას ძალიან სწორად არჩევს, ზოგ ბრენდს კი ეს არც ისე კარგად გამოსდის.” – ამბობს სონიკბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი Joel Beckerman

მუსიკა ეს არის, შესაძლებლობა იმისა, რომ მომხმარებელს თავი კონკრეტული ჟღერადობით, ემოციით, მოგონებით დაამახსოვრო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიის, რეკლამის თუ უბრალო ვიდეო რგოლისთვის საშობაო მუსიკა სწორად შეარჩიოთ.

4 რჩევა Joel Beckerman-სგან, რომელიც ბრენდებს საახალწლო მუსიკის შერჩევაში ძალიან დაეხმარებათ:

შექმენით გამოცდილება

Flipboard - Stories from 28,875 topics personalized for you

”ეს არ უნდა იყოს მხოლოდ საშობაო მუსიკა, ეს უნდა იყოს საშობაო გამოცდილება. მუსიკა ან ზრდის ამ გამოცდილებას ან საერთოდ ვერ ქმნის მას? იფიქრეთ მუსიკასა და ჟღერადობაზე, როგორც სადღესასწაულო გამოცდილების შექმნის შესაძლებლობაზე.”

მაგალითად, კოკა-კოლას ცნობილი საახალწლო რეკლამა სწორედ მუსიკითაა დასამახსოვრებელი. მუსიკით, რომელიც ერთბაშად ბევრ დადებით ემოციას ქმნის.

შექმენით მუსიკა, რომელიც თქვენს ბრენდზე ისაუბრებს

person holding white plastic cup

,,მუსიკა, ჟღერადობა, რომელსაც აარჩევთ შესაბამისი უნდა იყოს თქვენს ბრენდთან. ის არ უნდა ჟღერდეს ისე, როგორც სხვა ბრენდების ხმა, არამედ უნდა საუბრობდეს თქვენს ბრენდზე, კონცეფციაზე, იდეასა და შინაარსზე.”

გამოიყენეთ “SILENT NIGHT”

white music note paper

,,სიჩუმე ყოველთვის სიჩუმეს არ ნიშნავს, ეს შეიძლება იყოს მომენტი, როდესაც მშვიდი წყნარი მუსიკის ფონზე ვითარდება მოქმედება რეკლამაში. თითქოს არ არის ტემპი, არ არის სიჩქარე, არ არის ენერგია, მაგრამ ამ სიჩუმით შესაძლოა შეიქმნას ემოცია, ნოსტალგია და სასიამოვნო გარემო. სწორედ ამიტომ არის ეფექტური ასეთი ტიპის მუსიკის გამოყენება სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელი ამ დროს არ ჩქარობს, თითოეულ პროდუქტთან დიდხანს ჩერდება და ყიდვის სურვილიც უმძაფრდება.”

ჩართეთ მუსიკა კიდევ, კიდევ და კიდევ

gray turntable playing

,,რატომ ატრიალებენ ერთი და იგივე მუსიკას მაღაზიები? – იმიტომ, რომ ეს მუსიკა მომხმარებელს ,,აეკვიატოს”. გამოიყენეთ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი და ეცადეთ ხშირად გაამეოროთ თქვენი სარეკლამო რგოლი, ვიდეო სოციალურ ქსელში და მუსიკა სავაჭრო ცენტრებში.”

ეცადეთ შექმნათ დასამახსოვრებელი გამოცდილება, მელოდია, ემოცია, რომელიც ყოველთვის თქვენს ბრენდთან იქნება ასოცირებული.