დავით ჯიჯავაძის ისტორია: როგორ ვიპოვე “სწორი” პროფესია
თარიღი: 31 October, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის დავით ჯიჯავაძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა. ახლა კი დასაქმებულია დეველოპერულ კომპანია “NEXT Group”-ში გრაფიკოს დიზაინერად.
მე ვარ დავით ჯიჯავაძე, 27 წლის. ვცხოვრობ ბათუმში, ძალიან მიყვარს ხელოვნება და სეირნობა ქალაქის ქუჩებში. ყველაფერს ვაკვირდები და ამით ვიღებ უამრავ ინფორმაციას. მაქვს დამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების მიმართულებით.
ვხვდებოდი, რომ ის პროფესია რა მიმართულებითაც ვმუშაობდი, არ იყო ჩემი, რადგან ერთფეროვნების წრეზე ვმოძრაობდი. მინდოდა, ახალი რაიმე შემესწავლა, უფრო მრავალფეროვანი გამეხადა ყველაფერი. შემესწავლა პროფესია, რომელიც სიამოვნებასაც მომანიჭებდა. ყველანაირი რესერჩის გარეშე ვიზუალურმა ნაწილმა და მიმზიდველად დაწერილმა სილაბუსმა ამარჩევინა ეს აკადემია.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, ძალიან კარგი მენტორი მყავდა, რომელმაც გადამაწყვეტინა, რომ ეს გზა (ახალი პროფესია) იყო სწორი და ბოლომდე ამას გავყევი.
ამჟამად ვარ დასაქმებული დეველოპერულ კომპანია “NEXT Group”-ში გრაფიკოს დიზაინერად. ასევე ფრილანსერად ვმუშაობ უცხოურ ბაზარზე.
რაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედე ამ პროფესიაში, უფრო გავიაზრე, რომ მარტივი არ იქნებოდა ახალი პროფესიით დასაქმება, მაგრამ მადლიერი ვარ ჩემი მენტორის, რომელმაც გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები და ახლა უკვე სრული განაკვეთით ვარ დასაქმებული.
ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ “თეთრი ფურცლის არ გეშინოდეთ” – არასდროს არაფერი არის გვიანი. მთავარია, გაინტერესებდეს და ყველაფერი გამოვა. ყველა ის რთული საფეხური, რაც ციფრულ სამყაროში დასაქმებას ეხება, არის გამოცდილება და გაკვეთილი, რომ უფრო მაგარი და ძლიერი იყო. რაც მთავარია, უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და არ დანებდე.