სოციალური მედიის კურსიდან სოციალური მედიის მენეჯერობამდე
თარიღი: 17 February, 2021
,,გამოდით ჩარჩოებიდან, ეცადეთ არ ჩამორჩეთ, არ შეწყვიტოთ წინ სიარული, არასდროს დაიხიოთ უკან არცერთ პლატფორმაზე, რადგან ყველა ციფრული პლატფორმა ახალი შესაძლებლობაა.”
დღეს ჩვენი კურსდამთავრებული, ქრისტინე მეტრეველი მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს სოციალური მედიის კურსიდან სოციალური მედიის მენეჯერობამდე.
-ჩემ შესახებ..
მოგესალმებით, მე ვარ ქრისტინე მეტრეველი 29 წლის. ვცხოვრობ თბილისში, მიყვარს სამაგიდო თამაშები და მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობთ ხოლმე, ვთვლი რომ ინსპირაციის და ურთიერთობის საუკეთესო წყაროა.
მიყვარს ლაშქრობა, 18 წლის ასაკში დავიწყე და დღემდე არ გავჩერებულვარ, ნანახი მაქვს უამრავი ადგილი საქართველოში და არა მარტო. ასევე მიყვარს ახალი skill-ების ათვისება და ვცდილობ არ ჩამოვრჩე 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, რაც ძალიან სწრაფად იცვლება, გამუდმებით სწავლისა და ძიების პროცესში ვარ.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
მეგობარმა მომიყვა ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ, გამაცნო აკადემიის შესაძლებლობები, მეც გადავხედე ვებ ვერდს, რამოდენიმე უფასო მასტერკლასზეც დავრეგისტრირდი და მივხვდი, რომ გყავდათ კვალიფიციური ლექტორები და კარგად იცოდით რასაც აკეთებდით.
-რომელი კურსი გავიარე…
გავიარე გრაფიკული დიზაინის და სოციალური მედია მარკეტინგის კურსი.
-ამჟამად დასაქმებული ვარ..
დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მეტალ ბენდი „Scratch the floor”-ის Instagram და Facebook გვერდის მართვა, რაც დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან ბენდის სპეციფიკა განსხვავებულია, ცოცხალი ორგანიზმივითაა, იქ მარტო შენ და კომპანია არ ხართ, გიწევს როგორც ბენდის ასევე მისი წევრების გაპიარებაც.
შემდეგ დავიწყე საადვოკატო კომპანია „სოხაძე ბარამაშვილი და პარტნიორების“ Instagram და Facebook გვერდების მართვა. ვფიქრობ, არც ეს შემთხვევა ყოფილა მარტივი გამოწვევა ჩემთვის, მისი სფეციფიკიდან და ტერმინოლოგიიდან გამომდინარე.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?
აკადემიამ მომცა ცოდნა სოციალური მედიის მიმართულებით, ვეკომ კარგად ამიხსნა დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია პრაქტიკაში.
-ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..
გამოდით ჩარჩოებიდან, ეცადეთ არ ჩამორჩეთ არცერთი წამით და არ შეწყვიტოთ წინ სიარული, არასდროს დაიხიოთ უკან არცერთ პლატფორმაზე, რადგან ყველა ციფრული პლატფორმა ახალი შესაძლებლობაა.