როგორ შევქმენი საკუთარი კომპანია ციფრული მარკეტინგის კურსის დასრულების შემდეგ?
თარიღი: 4 March, 2021
,,მენტორს, გიორგი კალანდიას და აკადემიას ჩემს დასაქმებაში დიდი წვლილი მიუძღვით, ვფიქრობ ძალიან გამიმართლა მენტორშიც და აკადემიაშიც, რადგან მოვხვდი შესაფერის დროს, შესაფერის ადგილზე პროფესიონალ მენტროთან.”
დღეს გიორგი ბარბაქაძე მოგიყვება საკუთარი ამბავს, თუ როგორ დაარსა საკუთარი კომპანია, ციფრული მარკეტინგის კურსის განმავლობაში დაგროვილი ცოდნით.
-ჩემ შესახებ..
მე ვარ გიორგი ბარბაქაძე, პროფესიით ციფრული მარკეტერი, კონკრეტულად ედვერთაიზერი. მართალია, დროის უმეტეს ნაწილს მუშაობაში ვატარებ, თუმცა თავისუფალ დროს შემოქმედებითი დასვენება და მეგობრებთან ერთად გართობაც ძალიან მიყვარს.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
თავიდან, ვიყავი ტრადიციული მარკეტინგის მიმდევარი, 2019 წელს შევცვალე ჩემი მუშაობის სტილი და #გავციფრულდი. აქედან მოყოლებული ვაგროვებ ჩემს გამოცდილებას, მაგრამ კარანტინის პერიოდში მივხვდი, რომ მეტი პროფესიონალიზმისთვის მჭირდებოდა ცოდნის გაღრმავება.
დავიწყე ძიება სოციალური ქსელის მეშვეობით, საიდანაც გავიგე თქვენს შესახებ. ამის შემდეგ, გადავწყვიტე თქვენი დახმარებით გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა და მიმეღო დიდი თეორიული გამოცდილება.
-რომელი კურსი გავიარე..
ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე გიორგი კალანდიასთან. ამ კურსმა მომცა დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მენტორმა სიღრმისეულად გამიზიარა თავისი გამოცდილება, რაც დამეხმარა ჩემი პროფესიონალიზმის გაზრდაში.
-ამჟამად ვმუშაობ..
აკადემიის დასრულების შემდეგ, მარკეტინგით გატაცებულმა რამდენიმე მეგობარმა შევქმენით საკუთარი ციფრული სააგენტო Cybercave, რომელიც თითქმის ნახევარი წელია ბაზარზეა და საკმაოდ აქტიურად ვვითარდებით.
ამ ეტაპზე უკვე გვყავს რამდენიმე დამკვეთი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და სამომავლოდ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს, მათ შორის, ვაპირებთ ახალი ციფრული მომსახურების დანერგვას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ამასთან ერთად ვმუშაობ Geovoice-სა და BOSE Georgia-ში.
-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?
მენტორს, გიორგი კალანდიას და აკადემიას ჩემს დასაქმებაში დიდი წვლილი მიუძღვით, ვფიქრობ ძალიან გამიმართლა მენტორშიც და აკადემიაშიც, რადგან მოვხვდი შესაფერის დროს, შესაფერის ადგილზე პროფესიონალ მენტროთან.
-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..
თუ გაინტერესებს ციფრული სამყარო და გსურს გახდე პროფესიონალი შენს სფეროში, როგორც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული, გირჩევ რომ გაიარო კურსი ციფრულ ინდუსტრიულ აკადემიაში, რადგან მათ შეუძლიათ შეგასწავლონ ზუსტად ის, რაც შენ გინდა და გჭირდება.