fbpx

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Nova Productions-ში?

თარიღი: 11 February, 2021

,,ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევთ გაიაროთ სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები. ეს ის სფეროა, სადაც ყოველ წამს რაღაც იცვლება,ამ ცვლილებებს კი ერთობლივად უფრო წარმატებით დავეწევით.”

დღეს ჩვენი კურსდამთავრებული, სოფია ისაკაძე მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს. როგორ მოხვდა სოციალური მედიის კურსიდან “Nova productions”-ში.

-ჩემ შესახებ..

მე ვარ სოფია ისაკაძე, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და რესტავრაციის ფაკულტეტი, ბაკალავრი და მაგისტრატურა.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

როცა გადავწყვიტე სოციალური მედიის სრულყოფილად შესწავლა, დავიწყე კურსების ძებნა, საკმაოდ დიდი არჩევანი იყო, მაგრამ მარტივად შევჩერდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე.

მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ დათვალიერებისას გამართული დამიხვდა ყველა პლატფორმა, მომხიბვლელი მასალითა და ინფორმაციული პოსტებით იყო გაჯერებული Facebook და Instagram გვერდები. ამან დამარწმუნა, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი.

-რომელი კურსი გავიარე..

პირველად სოციალური მედიის კურსი გავიარე, გიგი კურტანიძესთან. ახლა უკვე ციფრული მარკეტინგის კურსს გავდივარ ბექა ყაფლანიშვილთან.

-ამჟამად ვმუშაობ..

ამჟამად ვმუშაობ სოციალური მედიის მიმართულებით “Nova productions“ და ვმართავ რამდენიმე პლატფორმას.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

სოციალური მედიის კურსი დამეხმარა შეძენილი ცოდნის გამყარებაში, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ათვისებაში, ამასთან, მომცა საშუალება მუდმივი კავშირი მქონოდა ჩვენი კურსის ბავშვებთან, ადამიანებთან, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს მივმართო დასახმარებლად გიგის და ჩემს კოლეგებს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტებს ცალკე ჯგუფი გვაქვს და ვცდილობთ ყოველდღიური ამოცანების გადალახვაში დავეხმაროთ ერთმანეთს.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევთ გაიაროთ სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის კურსები. ეს ის სფეროა, სადაც ყოველ წამს რაღაც იცვლება, ამ ცვლილებებს კი ერთობლივად უფრო წარმატებით დავეწევით.