fbpx
სესილია ფალავანდიშვილი

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Kraken-ში?

თარიღი: 4 February, 2021

,,თუ გიყვარს ციფრული სფერო და გინდა შენი ცოდნის გაღრმავება ისეთ სივრცეში, სადაც აუცილებლად შეამჩნევენ შენს უნარებს და შესაძლებლობებს, მაშინ მე გირჩევ, როგორც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული, რომ დარეგისტრირდე, გაიარო შენი სასურველი კურსი და მიიღო ისეთი ცოდნა, რომელიც შენი სურვილების და მიზნების ასრულებაში აუცილებლად დაგეხმარება.”

დღეს ჩვენი კურსდამთავრებული, სესილი ფალავანდიშვილი მოგიყვებათ საკუთარი დასაქმების ამბავს. როგორ მოხვდა სოციალური მედიის კურსიდან კრეატიულ სარეკლამო სააგენტო Kraken-ში.

-მე ვარ..

მე ვარ სესილი ფალავანდიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

კარანტინის პერიოდში შედარებით მეტი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჩემი ინტერესის და შესაძლებლობების არეალი გამეზარდა, გადავწყვიტე ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი სფერო უფრო სრულყოფილად და საფუძვლიანად შემესწავლა.

როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, გადავწყვიტე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში დავრეგისტრირებულიყავი, ძალიან მომეწონა მენტორები, სილაბუსი და სოციალურ ქსელებში ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კომუნიკაციის სტილი.

-რომელი კურსი გავიარე..

მე გავიარე სოციალური მედიის მართვის კურსი, ვეკო თოხაძესთან. პირველ რიგში კურსმა მომცა სრულფასოვანი ცოდნა. მენტორმა სიღრმისეულად აგვიხსნა ყველა ის ძირითადი ასპექტი და ტენდენცია, რაც სოციალური ქსელის მართვის დროს უნდა იცოდეს ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა.

-ამჟამად ვმუშაობ..

კურსის შემდეგ მუშაობა დავიწყე კრეატიულ სარეკლამო სააგენტოში – Kraken/კრაკენ

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

ჩემს დასაქმებაში აკადემიამ და მენტორმა უდიდესი როლი ითამაშა, ვფიქრობ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში კურსის გავლა იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

თუ გიყვარს ციფრული სფერო და გინდა შენი ცოდნის გაღრმავება ისეთ სივრცეში, სადაც აუცილებლად შეამჩნევენ შენს უნარებს და შესაძლებლობებს, დაგეხმარებიან დასაქმებაში, წინსვლაში და მოგცემენ სიღრმისეულ ცოდნას, მაშინ  მე გირჩევ, როგორც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული, რომ დარეგისტრირდე, გაიარო შენი სასურველი კურსი და მიიღო ისეთი ცოდნა, რომელიც შენი სურვილების და მიზნების ასრულებაში აუცილებლად დაგეხმარება.