fbpx
როგორ დამეხმარა ციფრული ინდუსტრიის აკადემია დასაქმებაში?

როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Aptos-ში?

თარიღი: 25 February, 2021

,,საჭიროა დიზაინის გააზრებით შექმნა. უნარების განვითარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება, ხედვაც და სტილიც გამოცდილებით მოდის, ეს ყველაფერი კი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა თეორიული საფუძვლებითაა გამყარებული.”

დღეს ბრენდ დიზაინის კურსდამთავრებული, დათო თაბორიძე მოგიყვებათ საკუთარ ამბავს, როგორ მოხვდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან Aptos-ში:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ დავით თაბორიძე, თსუ-ს სტუდენტი, გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

პანდემიის დროს გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც პირველ ადგილზე გასული ლოგოს ავტორი სრულ დაფინანსებას იღებდა ბრენდის დიზაინის კურსზე. საბედნიეროდ, მე მხვდა წილად ეს დაფინანსება და ასე მოვხვდი აკადემიაში.

-რომელი კურსი გავიარე..

გავიარე ბრენდის დიზაინის კურსი თამარ ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს კურსი, პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად, დატვირთულია თეორიითაც, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას, გაიაზროს დიზაინის და ზოგადად ხელოვნების ის პრინციპები, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან ეფექტურ და წარმატებულ ვიზუალს.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

APTOS

ამჟამად ვარ კომპანია „აპტოსის“ უმცროსი გრაფიკული დიზაინერი და ბევრ აქტივობაში ვმონაწილეობ, იქნება ეს სხვადასხვა კამპანიის შეფუთვა, ახალი ვიზუალური ელემენტების შემუშავება თუ არსებული ვიზუალების ინტერპრეტირება.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში..

აკადემიამ ჩემი, როგორც დიზაინერის ტექნიკური და თეორიული უნარები საგრძნობლად გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის ინტენსიურობა, რაც კონკრეტულად ჩემს კურსს ახასიათებს, დამეხმარა დროის ეფექტურად მართვაშიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია კომერციულ სფეროში მუშაობისას.

-გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

იმას, რაც ზემოთ ხაზგასმით აღვნიშნე: საჭიროა დიზაინის გააზრებით შექმნა. უნარების განვითარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება, ხედვაც და სტილიც გამოცდილებით მოდის, ეს ყველაფერი კი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა თეორიული საფუძვლებითაა გამყარებული.