fbpx
როგორ გავხდი ევექსის ჰოსპიტლების გრაფიკული დიზაინერი

როგორ გავხდი ,,ევექსის ჰოსპიტლების” გრაფიკული დიზაინერი კურსის დასრულების შემდეგ?

თარიღი: 18 March, 2021

,,გავიუმჯობესე თეორიული და ტექნიკური უნარები, ასევე, კურსის დახმარებით, ამიმაღლდა პროფესიული თვითშეფასება, გავხდი თავდაჯერებული, კონკურენტუნარიანი, რაც ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში.”

დღეს ალექსანდრე ვართაპეტოვი მოგიყვება საკუთარ ამბავს, როგორ გახდა გრაფიკული დიზაინერი ევექსის ჰოსპიტლებში:

-მე ვარ..

მე ვარ ალექსანდრე ვართაპეტოვი, გრაფიკული დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სამხატვრო აკადემია დავამთავრე, სპეციალობით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ჩემი მოხვედრაც იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ მსურდა ცოდნის გაღრმავება პროფესიული მიმართულებით.

ძიების პროცესში ვიყავი, არ ვიცოდი, სად და როგორ გამეგრძელებინა სწავლა და განვითარება, აკადემიის შესახებ, სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. გადავხედე კურსდამთავრებულების რეკომენდაციებს და ბევრი არც მიფიქრია, მარტივად მივიღე გადაწყვეტილება.

-კურსი, რომელიც გავიარე..

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი მიაკო ნადირაძის ხელმძღვანელობით. კურსი დამეხმარა გამეგო გრაფიკული დიზაინის ზოგადი პრინციპები, რომლებსაც ჩემი აზრით, მთავარი როლი მიუძღვით ეფექტური ვიზუალური კომუნიკაციის შექმნაში.

-ამჟამად დასაქმებული ვარ..

როგორ გავხდი ევექსის ჰოსპიტლების გრაფიკული დიზაინერი

ამჟამად ,,ევექსი ჰოსპიტლების” გრაფიკული დიზაინერი ვარ და დაკავებული ვარ ბევრი სხვადასხვა აქტივობით, იქნება ეს ახალი ვიზუალური ელემენტების შექმნა/შემუშავება, თუ არსებული ვიზუალის განახლება ან მასზე მუშაობა.

ვფიქრობ, ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც საშუალებას მაძლევს აკადემიაში მიღებული ცოდნა გამოვიყენო.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ ჩემს დასაქმებაში?

გავიუმჯობესე თეორიული და ტექნიკური უნარები, ასევე, კურსის დახმარებით, ამიმაღლდა პროფესიული თვითშეფასება, გავხდი თავდაჯერებული, კონკურენტუნარიანი, რაც ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში.

-გამოცდილებიდან გამომდინარე, ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი..

იყვნენ მეტად აქტიურები და მოტივირებულები, ყოველთვის “UP TO DATE”