fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის – თიკა ტაბიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 15 November, 2023

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ფინალურ პროექტს. თიკამ გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და მას მხოლოდ 14 ვორქშოფი დასჭირდა ამ ნამუშევრების შესაქმნელად. 

მე ვარ თიკა ტაბიძე. 25 წლის. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი ციფრული პროექტების მენეჯმენტში საქართველოსა და გერმანიაში, თუმცა, გადავწყვიტე, ჩემი ხელოვნებისადმი ინტერესი დამეკავშირებინა პროფესიულ საქმიანობასთან და ციფრული დიზაინი შემესწავლა.

შემოქმედებითი სფეროების მიმართ ინტერესი მუდმივად თანმდევია ჩემს ცხოვრებაში. გრაფიკულ დიზაინზე არჩევანის შეჩერებამ კი მიმართულება მისცა ამ ინტერესს. 

ციფრულ ინდუსტრიაში ჩემი პირველი ნაბიჯები და ცოდნა სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას უკავშირდება, შესაბამისად, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ კურსი აუცილებლად შედეგიანი და პრაქტიკული სამუშაოთი დატვირთული იქნებოდა. 

გავიარე გრაფიკული დიზაინი, რომლის ფარგლებში მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სრულად ამომწურავია მომდევნო პროფესიული ნაბიჯების გადადგმისათვის. 

გარდა ფოტოშოპსა და ილუსტრატორში თავისუფლად მუშაობისა, მნიშვნელოვანია ის თეორიული ცოდნა, რომელიც კურსის ფარგლებში მოგვაწოდა მენტორმა. ამ პროცესში საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მონაპოვარია.

მარიამი ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა და გვთავაზობდა ჩვენი ნაშრომების გაუმჯობესების გზებს, აღნიშნულმა უკუკავშირმა კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ილუსტრაციების დახვეწაში.

პირველ ნაბიჯებს ყოველთვის თან სდევს პატარ–პატარა სირთულეები. ვფიქრობ, აუცილებელია სამუშაო პროცესით სიამოვნების მიღება და სირთულეების წინაშეც თამამად, საკუთარი ხედვის ერთგულება.

წიგნების ილუსტრირება ჩემთვის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა გრაფიკულ დიზაინში, ამიტომ ვარჩიე “ოსტატი და მარგარიტას” პოსტერები შემექმნა. 

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი