fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – რატი ღვალაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 30 May, 2023

“პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. გავიცანი ბევრი ადამიანი და ვფიქრობ მათთან ურთიერთობით საჭირო გამოცდილება მივიღე.”

ჩვენი კურსდამთავრებული – რატი ღვალაძე გაგიზიარებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით. მოგვიყვება რა გახდა მისი შთაგონების წყარო ფინალურ პროექტზე მუშაობისას.

ჩემი სახელია რატი ღვალაძე. 20 წლის. ვცხოვრობ მილანში და ვარ ფეხბურთელი. ბავშვობიდან ვხატავ არაპროფესიონალურ დონეზე, მაგრამ მეგობრების რეაქციები და კომენტარები ყოველთვის მაძლევდა მოტივაციას. 

დიდი ხანი არ არის, რაც გრაფიკული დიზაინის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. მეტიც, პირველად ფოტოშოპი პირველ ვორქშოფზე გავხსენი, მაგრამ ვფიქრობ მალევე ავუღე ალღო და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გამიმარტივდა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოში ვიყავი ჩამოსული. ერთ საღამოს სამეგობროში სწავლაზე ჩამოვარდა სალაპარაკო თემა. სწორედ მაგ დროს შეაქო ერთ-ერთმა ციფრული ინდუსტრიის აკადემია. მე დავინტერესდი, ბევრი არც მიფიქრია და მენეჯერს დავუკავშირდი. ასე მოვხვდი თქვენთან.

გრაფიკული დიზაინი

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. გავიცანი ბევრი ადამიანი და ვფიქრობ მათთან ურთიერთობით საჭირო გამოცდილება მივიღე. ჩემი მენტორი… მაიკო ნადირაძე… ყოველთვის მზად არის უპასუხოს დასმულ შეკითხვას. მასთან ერთად გატარებულმა დრომ მასწავლა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი დიზაინერი.

საკმაოდ დამწყები ვარ რჩევების გაცემისთვის, მაგრამ მაინც ვიტყვი. მაქსიმალურად მიიღეთ სიამოვნება იმით, რასაც აკეთებთ. ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ ლამაზი რაღაცების შექმნა მარტივია.

ფინალურ ნამუშევარში მინდოდა ჩემი თავი და გემოვნება მაქსიმალურად გამომეხატა. მუსიკის დიდი მოყვარული ვარ და გადავწყვიტე მსგავსი რამ მომეფიქრებინა. ბევრი არ მიფიქრია შექმნის სტილზე, რადგან ერთხელ, კურსის მსვლელობისას გამოვიყენე მსგავსი ტექნიკა და მარიამმა ძალიან მომიწონა. იმედია ერთ დღეს მართლა გამოჩნდება მსგავსი ჟურნალი საქართველოში…

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი