fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის – ნინო კურტანიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 7 November, 2023

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ფინალურ პროექტს. ნინომ გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და 14 ვორქშოფში ამ ფინალური პროექტის შექმნა შეძლო. საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი თავად მოგიყვებათ.

მე ვარ ნინო კურტანიძე. 20 წლის. გრაფიკოსი დიზაინერი. ვმუშაობ ამ განხრით და მომავალსაც ამ პროფესიას ვუკავშირებ.

დიზაინისადმი ინტერესი 3 წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა მეც შემძლებოდა ისეთი ნამუშევრების შექმნა, რასაც ინტერნეტში ან სოციალურ ქსელებში ვხედავდი და მომწონდა. შემდგომ დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა, თუმცა გავიგე რომ საქართველოში არსებობდა სასწავლო დაწესებულებები, სადაც ქართულ ენაზე შემეძლო მიმეღო საჭირო ცოდნა, ამიტომაც მოვიძიე ინფორმაცია და ავირჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემია.

ერთ დღესაც მივხვდი, რომ დრო იყო მესწავლა ის, რაც მიტაცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მსგავსი სასწავლო დაწესებულება არსებობს, ჩემთვის ყველაზე მისაღები და მიმზიდველი ციფრული ინდუსტრიის აკადემია იყო. ეს გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღე და იმავე თვეში დავიწყე სწავლა.

მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, ქეთი შალუტაშვილთან. პირველივე დღეს ძალიან დადებითი ემოციებით წამოვედი ლექციიდან. მენტორმა, გარემომ და შიდა სიტუაციამ ძალიან შემაყვარა ეს სივრცე. ლექციები ძალიან საინტერესო იყო, გარდა პრაქტიკული ცოდნისა, მენტორი თეორიულ ცოდნასაც გვაძლევდა და ამასთანავე გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, რაც ძალიან გამომადგა პრაქტიკაში. საბოლოო ჯამში, ციფრული ინდუსტრიის აკადემია ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

კურსის მეშვეობით ბევრი ისეთი უნარი შევიძინე, რაც მანამდე დამოუკიდებლად სწავლის დროს არ მქონდა გაანალიზებული. უმთავრესი ამ სფეროში კრეატიული აზროვნება და კარგი ხედვაა, სწორედ ეს უნარები ჩამომიყალიბდა კურსის გავლისას.

ჩემი მენტორი ქეთი შალუტაშვილი იყო. გარდა იმისა, რომ ქეთი ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა ყველა დეტალს, ლექციებზე იმასაც ვამჩნევდი, რომ მასაც ძალიან მოსწონდა თავისი საქმე. მისი მხრიდან ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო შემაყვარა ეს სფერო და აკადემიაში ყოფნა. გამიმართლა რომ მასთან მოვხვდი ☀️

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ არაფერში შეიზღუდონ თავი, მიჰყვნენ სიმარტივეს და თუ რაღაც ეტაპზე იდეების ნაკლებობა შეაწუხებთ, არ დანებდნენ, შეისვენონ, შემდგომ ჩართონ მეტი ფანტაზია და კრეატიულობა. დასახულ მიზნებს კი აუცილებლად მიაღწევენ.

ფინალური პროექტისთვის ბევრი სხვადასხვა იდეა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი საუკეთესო რომელი იქნებოდა. ჩემი შთაგონების წყარო იყო “Burger King”-ის პოსტერები, რაც ერთ-ერთ ლექციაზე გვქონდა განხილული. საბოლოოდ გადავწყვიტე შემექმნა ნამუშევარი ამ საკითხზე ჩემი ვერსიებით და შევქმენი საბურგერე “Fire Burger” .

გრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსი