fbpx
ინტერიერის დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნიკა ვერძეულის ფინალური პროექტი

თარიღი: 15 December, 2023

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ნიკა ვერძეულის ფინალურ პროექტს. ნიკამ ჩვენთან ინტერიერის დიზაინის კურსი დაასრულა. კურსის ბოლოს კი ეს ნამუშევრები შექმნა.

,,მე ვარ ნიკა ვერძეული, 24 წლის,  ვარ არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის მაგისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად დამიგროვდა სამუშაო გამოცდილება არქიტექტურაში, რითაც ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა რაც ამ პროფესიაში მყოფ ადამიანს მნიშვნელოვანია გააჩნდეს. თანამედროვე არქიტექტურაში პროექტირების პროცესი იმდენად განვითარდა, რომ ვიწრო პროფესიებად, სპეციალობად, შესაბამისად გადავწყვიტე ამ სფეროს სრულად ათვისება და გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. დღეს მე არქიტექტურასთან ერთად უკვე დამწყები დიზაინერიც ვარ და ვმუშაობ ამ მიმართულებით.      

ამ სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია ხელოვნებასთან იქნებოდა დაკავშირებული. საბედნიეროდ სურვილთან ერთად შესაბამისი უნარებიც ადრეული ასაკიდან აღმომაჩნდა.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ინფორმაცია სოც. ქსელებიდან მქონდა, თუმცა მეგობრის რეკომენდაცია გახდა წინაპირობა, არჩევანი შემეჩერებინა მასზე. შემდეგ გავეცანი კურსის სილაბუსს და თემატიკას. ჩავთვალე, რომ აქ შემეძლო მიმეღო საბაზისო ცოდნა, რაც დამეხმარებოდა პირველი ნაბიჯები გადამედგა ამ სფეროში, რაშიც ნამდვილად არ შევცდი.  

გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი, მიუხედავად ამ სფეროს მოცულობისა, მოცემულ მოკლე დროში შევისწავლე ის ძირითადი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიღებაც დამწყები დიზაინერებისთვის ვფიქრობ აუცილებელია.

დავალებების ტიპიდან გამომდინარე, მივხვდი რომ მეტად დეტალებზე ორიენტირებული გავხდი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამომიმუშავდა უნარი, რაც მეხმარება სივრცის სწორ დაგეგმარებაში.

მენტორი – თათა სვანაძე, ადამიანი, რომელიც თავის საქმის პროფესიონალი და ერთგულია, რის უკანაც დიდი შრომა და გამოცდილება დგას.  

მისმა უშუალო დამოკიდებულებამ და ურთიერთობამ სტუდენტებთან საშუალება მომცა ამომწურავი ინფორმაცია მიმეღო ჩემს კითხვებზე. მოტივაცია და ენერგია, რაც მისგან მოდის, განმსაზღვრელი გახდა ჩემი იმ ნაბიჯების რაც ამ პროფესიაში უკვე გადავდგი.

კარგად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს და თუ რეალურად გსურთ ამ სფეროში მოღვაწეობა, არ შეუშინდეთ და არ გაჩერდეთ იმ ბარიერებსა და მტკივნეულ დაბრკოლებებზე, რაც ბუნებრივი და თანმდევი პროცესია.

 ფინალურ პროექტზე მუშაობისას მინდოდა შემექმნა გარემო, რომელშიც მე თავად ვიგრძნობდი თავს კომფორტულად.”

ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი