fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – მაკა მებაღიშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 1 December, 2023

მორიგი წარმატებული ფინალური პროექტი ჩვენი სტუდენტისგან. მაკა მებაღიშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და გაგიზიარებთ იმ ინსპირაციის წყაროს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას გაუჩნდა.

მაკა მებაღიშვილი, 34 წლის. პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ, თუმცა ძალიან ბევრ, სხვადასხვა სფეროში მიმუშავია.

გრაფიკული დიზაინისადმი ინტერესი სულ მქონდა, მაგრამ ყოველთვის მაყურებლის მხარეს ვიყავი და სულ მეშინოდა, მეგონა არაფერი გამომივიდოდა, რადგან ხატვაც კი არ ვიცოდი. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაშიც UI/UX დიზაინის შესასწავლად მოვედი და გრაფიკული დიზაინის კურსი ქომუნითი მენეჯერის რჩევით ავიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ სიამოვნებას თუ მივიღებდი სწავლის პროცესში და რაც მთავარია ისეთი ნამუშევრების შექმნას შევძლებდი, რომლებიც სხვებს მოეწონებოდათ.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიას სოციალური ქსელებიდან ვადევნებდი თვალს და ყოველთვის ძალიან მომწონდა, მოგვიანებით კი ამ სფეროში მოღვაწე მეგობრებისგანაც მივიღე რეკომენდაციები, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო საიდანაც უნდა დამეწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა.

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სასწავლო პროცესი ჩემს ცხოვრებაში.

გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, ამ კურსმა და ჩვენმა მენტორმა, მიაკო ნადირაძემ შემმატეს თავდაჯერებულობა და იმის განცდა, რომ ყველაფერი არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 

დამწყებ დიზაინერებს ჩემს მაგალითზე ვურჩევდი – არ შეუშინდნენ გამოწვევებს და რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმონ მეცადინეობას/მუშაობას და ყველგან ეძებონ ინსპირაციები.

ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო ჩემი პატარა ნათლული, იკოტელა გოგონაა. გაკვეთილებზე მივხვდი, რომ ყველაზე მეტად პერსონაჟების შექმნა მომწონდა, ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა ილუსტრაციები ამ პერსონაჟის საყვარელ აქტივობებზე.

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი