fbpx
ქოფირაითინგი

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 10 November, 2022

ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეწერათ ყველაზე საშიში ისტორია, მაქსიმუმ 50 სიტყვის გამოყენებით.

პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსს 100%, მეორე 50%, მესამე კი 30%-იანი ფასდაკლებით გაივლის.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – George Beast

,,კურიერი ვარ. შუაღამისას ავჭალაში ცეზარის შეკვეთა მივიტანე. შემკვეთმა კარი ღიაა და ოთხში შემომიტანეო. ბნელი დერეფანი გავიარე. ჩურჩულის ხმები მესმოდა. ოთახი უცებ განათდა. ცენტრში ბავშვის გვამი შევამჩნიე, ყელზე თოკი ჰქონდა მობმული და ირწეოდა. ამაკანკალა, თავი ხაფანგში წარმოვიდგინე. თეატრალურის სტუდენტები სადიპლომო ფილმზე მუშაობდნენ, რეალური კადრები სჭირდებოდათ. თიფი 3 ლარი იყო. ბავშვი მეზობლის.”

მეორე ადგილი – საბა ხითარიშვილი

,,შუაღამით კლასელები სკოლის შენობასთან მივედით, ყველა კარი სკოლის დარაჯმა გაგვიღო. მეორე დღეს გავიგეთ, რომ შენობას დარაჯი არ ჰყოლია.”

მესამე ადგილი – შოთა ხურციკიძე

,,ცხოვრებაში ყველაფერი ინდივიდუალურია, მათ შორის შიშიც. მაგალითად, მე სიმაღლის შიში მაქვს, ვიღაცას მარტოობის, ვიღაცას შესაძლოა იმის ეშინოდეს, რომ არაფერი აშინებს. უბრალოდ წამიერად მოდუნდი, თვალები დახუჭე და გონება მიმართე იმისკენ, რაც ყველაზე მეტად გაშინებს. თუკი გულის ცემა ოდნავ მაინც აგიჩქარდა და 10 წამზე ნაკლებ დროში თვალები გაახილე – ანუ შენს ქვეცნობიერში შიშმა გაიღვიძა!”