ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები
თარიღი: 7 December, 2022
ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ ამბავი შემდეგი სიტყვების გამოყენებით:
რუკა, ავოკადო, ცისარტყელა, ოფისი, მასწავლებელი, ტუჩსაცხი, კლაუსტროფობია, ახალი წელი, კარი, მეტრო, არაერთხელ, განმარტება, შეცდომა, აგური.
პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსს 100%, მეორე 50%, მესამე კი 30%-იანი დაფინანსებით გაივლის.
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – მაკა მაჭავარიანი
– ახლა, რატომ დაგიძახე – მიღიმის უცნაურად – ახალი წლის ფართიზე რა ვქნათ?
მეორე ადგილი – ანა გაგნიძე
ახალი წელის შემდეგ ლონდონში ქართულის ენის მასწავლებლად მიმიწვიეს. სამსახური წითელაგურიან სკოლაში დავიწყე. დიდი, მძიმე კარი შევაღე და საქმეს ამაყად შევუდექი. სახლში დაბრუნება მეტროთი გადავწყვიტე, თუმცა კლაუსტროფობიის გამო გზის ფეხით გაგრძელება მომიხდა. მალევე ავოკადოს გამყიდველს ჩავუარე, მივხვდი შეცდომა დავუშვი, გზა ამერია. ელექტრონულ რუკაზე მოვძებნე ოფისი, რომლის გვერდითაც ჩემი ბინა იყო, შორს ვიყავი. უეცრად ხმაური მომესმა, ხალხის მასა ინგლისის დროშების ფრიალით ,,უემბლის” სტადიონისკენ მიემართებოდა. ბაბუაჩემისგან არაერთხელ მსმენოდა განმარტებები ინგლისურ ფეხბურთზე. მისი აუხდენელი ოცნება იყო აქ საყვარელი გუნდისთვის ეგულშემატკივრა. წითელი ტუჩსაცხი შევისწორე და სტადიონისკენ გავეშურე, ინგლისელ ფანებთან ერთად ჰიმნიც შევასრულე. უეცრად გაწვიმდა, ზეცას ავხედე, სტადიონის თავზე დიდი ცისარტყელა გადაჭიმულიყო, თვალზე სიხარულის ცრემლი მომერია.
მესამე ადგილი – სოფო გერგაია
ხალხს რომ ჰკითხო კლაუსტროფობიის განმარტება, დაუფიქრებლად გეტყვიან მეტროსა და ოფისში ყოფნით გამოწვეული დისკომფორტი, კარის არაერთხელ ჩაკეტვით აჩქარებული გულიაო… გეტყვიან, აბუქებ, არაფერია საშიშიო და ისევე ჩაგკეტავენ საკუთარ სხეულსა და ემოციებში, როგორც პატარაობაში ჩაკეტილი კარი.
ბავშვობიდან შეცდომით ასწავლეს ბაბუებმა, რომ შიში სუსტებისთვისაა და ემოციები ისევე უნდა ჩაიკლა საკუთარ თავში, როგორც ამას თავად აკეთებდნენ წარმატებისკენ მიმავალნი.
ვერ აანალიზებენ, რომ კლაუსტროფობია ამხელა სამყაროს რუკაში ჩატევას ჰგავს, კედელში გაჭედილ აგურსა და ავოკადოში გამოკეტილ გულს, რომელსაც სხვისი ხელის დახმარების გარეშე ვერასდროს გაათავისუფლებ…
ეს სხვებისთვის უმნიშვნელო ხელი კი მათთვის ცისარტყელას, ახალ წელს გასროლილ ფეიერვერკსა და პირველ კლასში წითელ ტუჩსაცხიანი მასწავლებლისგან მოწმენდილ ცრემლებს ჰგავს, თითქოს უბრალო… მაგრამ რაოდენ ტკბილი.