ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები
თარიღი: 13 February, 2023
ქოფირაითინგის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მოცემული სურათი უნდა ექციათ პრინტად.
მათ უნდა აერჩიათ ნებისმიერი ბრენდი, რომელსაც ამ სურათის გამოყენებით რეკლამას გაუკეთებდნენ. ასევე უნდა მოეფიქრებინათ მესიჯი, რომელიც ბრენდის და ვიზუალის კავშირს გაამყარებდა. პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ქოფირაითინგის კურსს 100%, მეორე 50%, მესამე კი 30%-იანი ფასდაკლებით გაივლის.
გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – თამარ ყულიჯანიშვილი
ბრენდი: Benetton
Men Collection
STAIN-RESISTANT SHIRTS
მესიჯი: We take responsibility for the shirts, the rest depends on you…
მეორე ადგილი – ანი ბარბაქაძე
ბრენდი: Jobs.ge
1960 წ, კოსმეტიკური კომპანიის თანამშრომელზე ცდიან ტუჩსაცხებს.
მესიჯი: იპოვე შენი ოცნების სამსახური
მესამე ადგილი – მარიამ კაციაშვილი
ბრენდი: Wolt
მესიჯი: მუდამ თქვენი სურვილების სადარაჯოზე ,
შეუკვეთე მადისაღმძვრელი საკვები ვოლტზე და გაიორმაგე სიამოვნება.