fbpx

რა არის ციფრული ბრენდინგი?

თარიღი: 18 April, 2019

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საკომუნიკაციო ინდუსტრია ცვლილების პროცესს გადის, რომლის ფარგლებშიც არსებული საკომუნიკაციო მიდგომები ან ახლდება ან თავიდან იქმნება.იცვლება, როგორც მარკეტინგი თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, ასევე ბრენდინგიც.

მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, აშკარაა რომ ინტერნეტი არა მხოლოდ ერთ-ერთი წარმატებული ხელსაწყო გახდა ბიზნესის სტარტაპისათვის, არამედ გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. უმეტესობა ადამიანი დღეს დღეობით უფრო მეტ დროს ატარებს ონლაინში საკომუნიკაციოდ, ვიდრე ოფლაინში. მსგავსი რამ ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიანი შეიძლება გამოდგეს. სწორედ ამიტომ ციფრული ბრენდინგის მნიშვნელობას დღითი დღე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ციფრული სამყარო ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება ხალხში.
დღევანდელ სტატიაში თქვენ გაეცნობით თუ რა არის ციფრული ბრენდინგი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მას ციფრული მარკეტინგში.

რა არის ციფრული ბრენდინგი?

ზოგადად ტერმინი “ციფრული ბრენდინგი” და მისი ძირითადი დანიშნულება, შეიძლება ბევრისთვის დამაბნევლად ჟღერდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მას ძალიან დიდი როლი უკავია კომპანიის განვითარებაში. ციფრული ბრენდინგი არის ბრენდ მენეჯმენტის ერთგვარი ტექნიკა რომელიც აერთიანებს ორ, ინტერნეტ და ციფრულ ბრენდინგს, რომელთა მთავარი მიზანია განავითარონ და აამაღლონ ბრენდის იმიჯი ყველა საჭირო სოციალურ პლატფორმაზე, რაც ლოგიკურად განაპირობებს ლოალურ მომხმარებელთა რიცხვის ზრდადობას.
ბრენდინგი არის ის რის მიმართაც ყველა განვითარებადი კომპანია იღწვის. რათქმაუნდა ყველა კომპანიის მფლობელისთვის სასიამოვნოა, როდესაც ხალხი ცნობს მათ ლოგოს და სლოგანს, განასხვავებს მათ ხარისხიან პროდუქციას სხვა კონკურენტებისგან და ა.შ.

ციფრული მარკეტინგის მთავარი მიზანია სხვადასხვა გზების საშუალებით გაავრცელოს კომპანიის სახელი ინტერნეტ სივრცეში:

ვებ საიტი
საძიებო სისტემების მარკეტინგი
ბლოგები
ვიდეო კონტენტი
ინტერნეტ რეკლამირება
გადახდა ყოველ დაჭერაზე (PPC)
იმეილ მარკეტინგი
სოციალური მედიის მარკეტინგი
მობილურ მარკეტინგი
ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი (ORM)

ტრადიციული მარკეტინგის მსგავსად, ციფრული მარკეტინგის მიზანია აწარმოოს ონლაინ ურთიერთობა თავიანთ მომხმარებლებთან, ამისათვის არსებობს 2 ძირითადი გზა ფასიანი და უფასო. ბრენდის იმიჯის გასაუმჯობესებლად საჭიროა ორივე გზა იყოს დახვეწილი, ხარისხიანი და მიმზიდველი. ჩვენი კურსის გავლის შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა შეიქმნას ციფრული ბრენდი ან როგორ უნდა დაფუძნდეს არსებული ბრენდი ციფრულ სივრცეებში.

როგორ გადაიხედოს კომპანიისა თუ ბრენდის არსებული პოზიციონირება; როგორ მოერგოს ის ციფრულ ტექნოლოგიებს; რა სახის შეხების წერტილები შეიძლება იყოს გასაძლიერებელი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სწორი კომუნიკაციის გასაკეთებლად. http://digitaledu.ge/digital-branding/