ჩვენი სტუდენტის – ზურა იასაშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 31 January, 2023
,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია ერთ-ერთი პირველი და უკონკურენტოა. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია იყო პირველი, ვინც ქართულ ბაზარზე თანამედროვე პროფესიები შემოიტანა.”
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ზურა იასაშვილის ფინალურ პროექტს. ზურამ ჩვენთან გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, კურსის ბოლოს კი ქართული თემატიკის კარტის დიზაინი შექმნა.
-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..
ზურა იასაშვილი, 22 წლის, პროფესიით ფინანსური მენეჯერი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ მაგისტრატურაზე ჩაბარება აღარ ღირდა და გადავწყვიტე ახალ გამოწვევას შევჭიდებოდი პროფესიის შეცვლის ხარჯზე.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
სფეროსადმი ინტერესი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ციფრული სამყაროს შესახებ გავიგე. ციფრული სამყარო დღითიდღე ვითარდება და თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო ფეხს იკიდებს მომავლის პროფესიები, მათ შორის, გრაფიკული დიზაინი, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ გრაფიკული დიზაინი შემესწავლა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ერთ-ერთი პირველი და უკონკურენტოა. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია იყო პირველი, ვინც ქართულ ბაზარზე თანამედროვე პროფესიები შემოიტანა.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ამჟამად გავდივარ ანიმაციის დიზაინს. გრაფიკული დიზაინი იყო ის ახალი სფერო, რომელმაც დამანახა თუ როგორი საინტერესო და არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს შენი საქმე. კურსი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და შემძინა ბევრი ახალი უნარი.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
ამ კურსის განმავლობაში გამომიმუშავდა ბევრი უნარი, კერძოდ, გავხდი უფრო კრეატიული, ვისწავლე ჩემი იდეების გრაფიკულად გამოსახვა და ბრიფთან მუშაობა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გრაფიკოსისთვის.
-მენტორი..
მარიამ ნადირაძე, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. მისი ყოველი ლექციის მოსმენა რაღაც ახლის აღმოჩენას უდრიდა, ცდილობდა თავისი ცოდნა სრულიად გაეზიარებინა ჩვენთვის და ჩვენს თითოეულ კითხვაზე ამომწურავად ეპასუხა. დიდი მადლობა მას ამ სფეროში ჩემი განვითარების ხელშეწყობისათვის.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ არ შეეშინდეთ დაბრკოლებების და ახალი გამოწვევების, მისცენ თავიანთ იდეებს მეტი თავისუფლება, იყვნენ მუდმივად ჩართულები ამ სფეროში და არასდროს შეწყვიტონ განვითარება.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ფინალურ პროექტზე ფიქრის დროს მქონდა რამდენიმე იდეა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართული დიზაინის კარტზე შევჩერდი, რადგან ბავშვობიდანვე მიყვარდა ისტორია და ქართული მეფეები. ამიტომ გადავწყვიტე კარტის დიზაინიში ამ ორის გაერთიანება და რაღაც ახლის, საინტერესოს შექმნა.