fbpx

ჩვენი სტუდენტის ვახო ინორიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 27 October, 2025

ვახო ინორიძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოუშენ დიზაინისა და ვიდეო მონტაჟის კურსები გაიარა და CV-ის სტილში აწყობილი ანიმაცია შექმნა. 

პროფესიით ვარ ფინანსიტი და ვმუშაობ სპეციალობით. ასევე, ვარ “ბიჯი ერა გეიმსი”-ს დამფუძნებელი, რომელიც არის სამაგიდო თამაშების დეველოპერი კომპანია, ჩვენი შექმნილი თამაშებია “გორგასალი”, “პერსონა”,”მეგალომანია” და სხვა. პერსონა შევქმენით გაეროს დაკვეთით, რომელმაც აიღო პრიზი საუკეთესო თამაშისთვის 48 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ 800 თამაშზე მეტ შორის.

ამ სფეროსადმი ინტერესი გამიჩნდა მაშინ, როდესაც კომპანიისთვის დამჭირდა სარეკლამო ვიდეოს გაკეთება და ვეცადე გამეკეთებინა ჩემით. ვიპოვე ონლაინ ტუტორიალები და სრულიად ცარიელი ფურცლიდან შევძელი ვიდეოს აწყობა და საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა, რის შემდეგაც გამიჩნდა ინტერესი, რომ უფრო პროფესიონალურ დონეზე მესწავლა პროგრამა. 

შემდეგ ჩემთვის კომპეტენტურ ადამიანს მოვუყევი, რომ დაინტერესებული ვიყავი პროფესიონალური კურსის გავლით და ვკითხე სად ჯობდა საქართველოში, რომ გამევლო ეს კურსები. რეკომენდაცია იყო ცალსახად ინდუსტრიის აკადემია, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ პირდაპირ მანდ გამევლო კურსი და აღარც მოვიძიე სხვა წყაროები. მადლობა იმ ადამიანს რეკომენდაციის გაწევისთვის.

აკადემიაში პრემიერ პრო – ვიდეო მონტაჟის კურსი და After Effect – Motion Design-ის კურსები გავიარე. ორივე შემთხვევაში კურსის ხარისხმა გაცილებით გადააჭარბა ჩემს მოლოდინს და იმაზე მეტი მივიღე, რაც გათვლილი მქონდა.

კურსის მეშვეობით მივიღე საბაზისო ცოდნა იდეალურ დონეზე, რამაც მომცა საშუალება, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელო პროგრამის ცოდნის გაღრმავება.

ჩემი მენტორი იყო ნიკოლოზ ჯალაღონია ორივე პროგრამაზე. უშუალოდ ზედა კითხვებში გაცემული პასუხები კურსის ხარისხის შესახებ არის ამ ადამიანის დამსახურება, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია დამწყებებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საერთოდ შეხება არა აქვს ამ პროგრამებთან, საბაზისო ცოდნის მიცემა. ყურადღებას აქცევს ყველა დეტალს, ხსნის თანმიმდევრულად და საუკეთესო გადმოცემის უნარი აქვს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, კურსი გაიარონ ნიკოლოზ ჯალაღონიასთან და აუცილებლად გაიკვალავენ გზას ამ სფეროში თუ ექნებათ ამის სურვილი.

ფინალური ნამუშევარი მინდოდა ყოფილიყო ჩემს CV-ის სტილში აწყობილი, რომელშიც გამოვაჩენდი ყველა უნარს, რაც ამ ეტაპზე მქონდა დაგროვებული და გამოვიყენებდი სამომავლოდ.