ჩვენი სტუდენტის ვახო ცინცაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 7 April, 2025
ვახო ცინცაძე ჩვენი 14 წლის წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ვებ პროგრამირების, JavaScript-ისა და Python-ის კურსები გაიარა და შემდეგ ვებგვერდი შექმნა.
მე ვარ ვახო ცინცაძე, 14 წლის. 2024 წლის ივნისში დავიწყე ჩემი პირველი ვებ-პროგრამირების კურსი, მაგრამ ინტერესი ტექნოლოგიებისადმი ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის მსურდა, მემუშავა ისეთი რაღაცის შექმნაზე, რაც რეალურად გამოიყენებოდა.
აკადემიაში გავიარე 3 კურსი: Front-end, JavaScript და Python.
სამივე ძალიან მომეწონა და ვთვლი, რომ ეს კურსები ზუსტად ის იყო, რაც მე მსურდა.
მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე, იყო სამყაროს სხვა თვალით დანახვა. ვიაზრებ ყოველ ნაბიჯს, რის შემდეგაც უკვე ვმოქმედებ. როგორც კოდის წერისას – ჩვენ ჯერ ვადგენთ გეგმას და მხოლოდ შემდეგ ვუდგებით კოდის წერას.
პროგრამისტებს ყველას ვურჩევდი, შეასრულონ ყოველივე დავალება, რომელსაც ლექტორი აძლევთ, რადგან ერთი დეტალის გარეშეც კი პაზლი არ აეწყობა
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ინტერნეტი.