fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – თეკლა იოსელიანის ნამუშევრები

თარიღი: 21 February, 2023

,,ეს არის გარემო, სადაც ორიენტირებულნი არიან მაქსიმალური ცოდნა გასცენ და შექმნან პროფესიონალები.“

დღეს თეკლა იოსელიანი მოგიყვება საკუთარ ამბავს. თეკლამ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ფინალური პროექტის შთაგონების წყაროდ კი ქართული ღვინო აქცია.

გიზიარებთ თეკლას ნამუშევრებს:

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..

გამარჯობა, მე ვარ თეკლა იოსელიანი, 24 წლის. სწავლა დავასრულე კავკასიის უნივერსიტეტში, სოციოლოგიის მიმართულებით.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

სწავლის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მხიბლავდა გრაფიკული დიზაინერის პროფესია და აბსოლუტურად შეესაბამებოდა ჩემს ყველა უნარს.

ქართული ღვინო

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტის საშუალებით, შემდეგაც გავეცანი ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციას. დიდი როლი ითამაშა ახლობლების რეკომენდაციებმაც და ნამდვილად არ შევმცდარვარ. ეს არის გარემო, სადაც ორიენტირებულნი არიან მაქსიმალური ცოდნა გასცენ და შექმნან პროფესიონალები.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გადავწყვიტე ამერჩია გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგანაც მოვახერხე ყველა იმ დანაკლისის შევსება, რასაც პროფესიისადმი სიყვარული გულისხმობს.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

კურსის დასრულების შემდგომ შევიძინე მნიშვნელოვანი უნარები, მათ შორის, ის, რომ ვიყო თავდაჯერებული, კრეატიული და მარტივად შევძლო საქმეზე კონცენტრირება.

-მენტორი..

ჩემი მენტორი იყო მარიამ ნადირაძე, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობდა, რომ თავის ცოდნა ამომწურავად გადმოეცა ყველა სტუდენტისთვის. ყოველთვის გვაძლევდა მოტივაციას, რომ პროექტი შეგვესრულებინა მაქსიმალური სიზუსტით.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

დამწყებ დიზაინერებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ პროფესიის შეცნობას ვურჩევდი, რომ იყავით თავისუფლები და მიეცით თავს იმის საშუალება რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენს ნამუშევრებში იდენტობა და არასდროს დაკარგოთ ინდივიდუალიზმი.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ჩემი ფინალური პროექტის მთავარი შთაგონების წყარო იყო ქართული ღვინო, რაც მიზნად ისახავდა უფრო კარგად წარმომეჩინა ამა თუ იმ კუთხის ვაზის ჯიშების უნიკალურობას. ამ ყველაფერმა კი მომცა საშუალება უკეთ გადმომეცა ჩემი ქვეყნის ღვინის ისტორია და მისი როლი.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი