fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – თეა აქუბარდიას ფინალური პროექტი

თარიღი: 21 December, 2023

მორიგი ფინალური პროექტი ჩვენი სტუდენტისგან. თეა აქუბარდიამ გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და სულ რაღაც 14 ვორქშოფში ეს ნამუშევრები შექმნა.

თეო აქუბარდია, 33 წლის. დაახლოებით 7 წელია, რაც სასტუმრო საქმიანობით ვარ დაკავებული საქართველოს ერთ-ერთ სამთო სათხილამურო კურორტზე.

ჩანახატებს ბავშვობიდან ვაკეთებდი, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ სამხატვრო აკადემიაში სწავლის ამბიცია მქონოდა. დიდი ხანი ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და გრაფიკული დიზაინს შესწავლას შევჭიდებოდი, ვინაიდან, ამ დრომდე არცერთ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა.

სასწავლებლის ძიებისას განვიხილავდი რამდენიმე დაწესებულებას. საბოლოოდ ციფრული ინდუსტრიის აკადემია გახდა ის ადგილი, სადაც შევძელი ჩემი თავის რეალიზება, დავამარცხე შიშები რომ არაფერი გამომივიდოდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მენტორს, მიაკო ნადირაძეს.

ვფიქრობ ამ კურსმა მომცა ის საბაზისო ცოდნა, რაც მომცემს საშუალებას სწორი მიმართულება მივცე ჩემს ინტერესებს ციფრულ ინდუსტრიაში.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ! ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ დაახლოებით 10 დღე მხოლოდ იდეაზე ვფიქრობდი და საერთოდ მეგონა, რომ ფინალურ პროექტს ვერ გავაკეთებდი.

ჩემი საქმიანობა გახდა ინსპირაცია შემექმნა ეს ნამუშევრები, რადგან ყოველთვის მინდოდა სხვადასხვა დაწესებულებებში (სასტუმრო, რესტორანი) არსებული უცხოური კურორტების პოსტერები/ნახატები ჩაენაცვლებინა საქართველოში არსებულ კურორტებს ქართული წარწერებით.

გრაფიკული დიზაინი გრაფიკული დიზაინი  გრაფიკული დიზაინი გრაფიკული დიზაინი გრაფიკული დიზაინი