ჩვენი სტუდენტის თაკო კაპანაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 16 April, 2025
თაკო კაპანაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ შექმნა ფინალური პროექტი LUGGY, რომელიც ეხმარება ტურისტებს ქალაქში თავისუფლად “luggage free” გადაადგილებაში.
მე ვარ თაკო კაპანაძე. დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა და მაქვს სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორსა და განათლების სფეროში, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა და ახლო იყო ჩემთვის შემოქმედებითი სფერო და ზოგადად ხელოვნება.
პანდემიის დროს დავიწყე ციფრული კოლაჟების კეთება, მაგრამ არ მქონდა ტექნიკური ცოდნა და პირველად მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ შემესწავლა გრაფიკული დიზაინი.
აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და ყოველი დავალება მეხმარებოდა ლექციაზე მიღებული ცოდნის გამტკიცებაში.
ამ კურსმა მომცა ყველა საჭირო უნარი იმისათვის, რომ ჩემი იდეები გადმომეცა მარტივად და დამენახა ყველა მნიშვნელოვანი თუ თვალისთვის შეუმჩნეველი დეტალი.
ჩემი ლექტორი იყო ქეთი შალუტაშვილი, რომელიც ლექციებს ძალიან საინტერესოდ ატარებდა, სტუდენტების მიმართ კი მუდამ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. გვასწავლა საჭირო tool-ების გამოყენება და გვიკეთებდა ინდივიდუალურ feedback-ებს, რაც ძალიან გამოსადეგია ცოდნის გაღრმავებისთვის.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ თუ ამ კურსის გავლას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავალება შეასრულოთ და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შემოქმედებითი ხედვა.
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ბარგის შესანახი სათავსოები, რომლებსაც ხშირად ვხვდებოდი ევროპაში მოგზაურობისას და არის ძალიან კომფორტული. ვიფიქრე, იგივე რომ გაკეთდეს თბილისის ცენტრში, სადაც ძალიან ბევრი ტურისტია, მოგზაურობას და ქალაქის დათვალიერებას მეტად სასიამოვნოს და მოსახერხებელს გახდიდა.