fbpx
მოუშენ დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – სანდრო შარაშიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 28 March, 2023

გამარჯობა, მე სანდრო ვარ, სტუდენტი. ვსწავლობ სეუში ბიზნეს ადმინისტრირებაზე, თუმცა ჩემი გატაცება მაინც სულ სხვა სფეროა. 13 წლიდან დავიწყე მარტივი პროგრამების სწავლა, რაც უფრო დრო გადიოდა სულ ვფიქრობდი განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე Motion Design-ის კურსის გავლა.

კურსის შესახებ სოციალურ ქსელში შევიტყვე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გამიმართლა, რადგანაც, ძალიან კარგი მენტორი შემხვდა ბატონი მიხეილი. კურსმა შემძინა მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: დედლაინში მუშაობა, სწორი ხედვა ანიმაციის მხრივ და ტექნიკა.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი – არასოდეს თქვათ არასოდეს, თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ.

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ასტრონომიის სიყვარული და ჩემი კიდევ ერთი გატაცება, ასე რომ შევეცადე ორი საყვარელი სფერო გამეერთიანებინა.

შემიფასეთ და წარმატებებს გისურვებთ.