fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის სალომე ზამთარაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 17 February, 2025

სალომე ზამთარაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ საყვარელი მუსიკოსების უკვე არსებული ალბომების თავისებური ქავერების ვერსიები შექმნა. 

გამარჯობა, მე ვარ სალომე ზამთარაშვილი, პროფესიით კოსტიუმების მხატვარი. ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. განსაკუთრებით ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი, ხატვა და სხვადასხვა სამკაულისა თუ კოსტიუმის შექმნა. მიყვარს შემოქმედებითი პროცესები, ფერებისა და ფორმების შექმნა, რომლებიც მხატვრულობასა და ფუნქციონალურობას აერთიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა, რაც იმაზე მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ველოდი. 

ამ სფეროსადმი ინტერესი სულ მქონდა. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი ფილმებისა და წიგნების პოსტერებს, გარეკანებსა და ყდებს. ასევე ხშირად ვაკეთებდი სხვადასხვა პოსტერს ტელეფონში გადმოწერილი აპლიკაციებით, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმ შედეგს არ მაძლევდა, რაც მე მინდოდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდ ინტერესს მიჩენდა. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე ბევრი მსმენია მეგობრებისგან და ასევე გრაფიკული დიზაინერებისგან. იმდენად კარგი შეფასება ჰქონდა, რომ გადავწყვიტე, ამ აკადემიაზე შემეჩერებინა არჩევანი, რაც ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. 

მე გავიარე გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ამ დროში ამდენი რამის სწავლა შეიძლებოდა. ყველა ვორქშოფი მაქსიმალურად ინფორმაციით დატვირთული და საინტერესო იყო. უდიდესი კომფორტი მქონდა მთელი სწავლის განმავლობაში, რაც ჩემთვის კიდევ უფრო სტიმულის მომცემი იყო. 

პირველ რიგში, ამ კურსმა კიდევ ერთხელ დამანახა, რა სასიამოვნოა იმის კეთება, რაც მოგწონს. რაც შეეხება უნარებს, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი უნარი შევიძინე, მაგრამ განსაკუთრებით, ვისწავლე ის, რომ შეცდომების დაშვების არ უნდა გეშინოდეს და თუ რაღაც არ გამოგდის, არა უშავს, კიდევ სცადე და აუცილებლად იმაზე კარგად გამოვა, ვიდრე გინდოდა, და ეგ გრძნობა მართლა ძალიან სასიამოვნოა. 

დარწმუნებული ვარ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიას უკარგესი ლექტორები ჰყავს ყველა სფეროში, მაგრამ მე ჩემს ლექტორს, მიაკო ნადირაძეს გამოვყოფ. მთელი გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა მიაკო, ეს სფერო შეიძლება ვერ დამენახა ისე, როგორც ახლა ვხედავ. მაგ ადამიანის დამსახურებაა, რომ არცერთ ლექციაზე შესვლა არ დამზარებია, არცერთი დავალება არ ჩამიგდია და ასე ძალიან დავინტერესდი და მომეწონა ეს სფერო. უსაყვარლესი და თავის საქმის პროფესიონალი. უდიდესი კომფორტი იყო მიაკოსთან ლექციაზე დასწრება და არც იმის უხერხულობა მქონდა არცერთი წამით, რომ რაღაც მეათედ შეიძლება მეკითხა. მადლობა მას ასეთი მიდგომისა და სწავლებისთვის. 

დამწყებ დიზაინერებს რაც შემიძლია ვურჩიო არის ის, რომ არ შეიზღუდონ ფანტაზია და გამბედაობა, გამოხატონ საკუთარი მე და არცერთ წინააღმდეგობას არ მისცენ საშუალება თავისი სურვილისა და ჩანაფიქრის ვერ გაკეთების. თავისუფლები იყავით. 

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო მუსიკა იყო, ჩემთვის საყვარელი რამდენიმე მუსიკოსის უკვე არსებული ალბომების ჩემებური ქავერების ვერსიები. ამ პროექტზე მუშაობით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.  

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი