fbpx
3D Max-ის კურსი

ჩვენი სტუდენტის სალომე ფაციაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 2 April, 2024

სალომე ფაციაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან 3D Max-ის 1 თვიანი კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ შექმნა ფილიპ ჯონსონის THE GLASS HOUSE-ის თავისებური, საცხოვრებლად უფრო მარტივი და მოდიფიცირებული ვარიანტი.

გამარჯობა, მე ვარ სალომე ფაციაშვილი, 23 წლის, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი. 

პატარა ასაკიდანვე განმივითარდა ხელოვნების მიმართ სიყვარული და მუდმივად ვხატავდი. შემოქმდებითი სამყარო ყოველთვის საკმაოდ განვითარებული მქონდა, 

ამიტომაც გადავწყვიტე, ჰობი პროფესიად მექცია და მესწავლა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. ამ პროცესში დავინტერესდი ინტერიერებით და მისი შემადგენელი ყველა კომპონენტით.

ინსტაგრამზე წავაწყდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვიდეო ბლოგს  ინტერიერის შესახებ, რამაც დამაინტერესა და გადავწყვიტე, მეტი გამეგო ამ აკადემიის შესახებ.

გავიარე 3D Max-ის კურსი დაჩი ხაზალიასთან, რომელმაც შემასწავლა ზუსტად ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც აქამდე დაბრკოლებას მიქმნიდა რენდერების სრულყოფაში. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დახმარებით გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული და დახვეწილი 3D ვიზუალიზატორი.

კურსის დახმარებით მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამის ყველა დეტალის სწორად, აუჩქარებლად გამოყენება და რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ერთმა უმნიშვნელო დეტალმა საბოლოო შედეგზე.

დამწყებ დიზაინერებს და 3D ილუსტრატორებს ვურჩევდი, რომ მუდმივად განვითარდნენ და იმუშაონ საკუთარ თავზე. რაც მეტ პროექტს გააკეთებთ, მით უფრო უკეთესი გამოვა შემდეგი. მუდმივად ათვალიერეთ სხვისი ნაშრომები, დააკვირდით მათ შესრულების ტექნიკებს და ეძებეთ ინსპირაცია.

ჩემი ფინალური ნაშრომის ინსპირაცია იყო ფილიპ ჯონსონის THE GLASS HOUSE. მინდოდა ამ მეოცე საუკუნის თანამედროვე არქიტექტურული შედევრის ჩემებური, საცხოვრებლად უფრო მარტივი და მოდიფიცირებული ვარიანტი შემექმნა.

3D Max-ის კურსი

3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი 3D Max-ის კურსი