fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ნინო ნახუცრიშვილის მუსიკალური ფესტივალი “ბგერა”

თარიღი: 23 January, 2024

ნინო ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურდსამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და ფინალური ნამუშევრისთვის მისი (ჯერჯერობით) წარმოსახვითი მუსიკალური ფესტივალის “ბგერას” ილუსტრაციები შექმნა.

მე ვარ ნინო, პროფესიით ადამიანური რესურსების მენეჯერი. გრაფიკული დიზაინისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან მაქვს. ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს სხვა ადამიანების მიერ გრაფიკული ნამუშევრებისა და ილუსტრაციების შექმნის პროცესს და თავადაც სიამოვნებას მანიჭებდა ამა თუ იმ პროდუქტისთვის ვიზუალის დამუშავება, თუნდაც უმარტივესი ინსტრუმენტების გამოყენებით.

მართალია, პროფესია სხვა მიმართულებით ავირჩიე, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელ ციფრულ სამყაროში გრაფიკული დიზაინის მინიმალურ დონეზე ცოდნა ყველა სფეროში სასარგებლო და პრაქტიკული უნარია. მეც გადავწყვიტე, დიდი ხნის სურვილის ასრულება და ამ მიმართულებით განვითარება.

მოხარული ვარ, რომ გამოვიყენე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტი „Do IT in Georgia“ და ჩავირიცხე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიერ შემოთავაზებულ გრაფიკული დიზაინის ხანმოკლე კურსზე.

აღნიშნული კურსი შევარჩიე ლექტორის, ლიკა კეშელავას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით და მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. კურსის განმავლობაში პრაქტიკული სავარჯიშოებით მივიღე საბაზისო ცოდნა Adobe illustrator-სა და Photoshop-ში, გავეცანი გრაფიკული დიზაინის წამყვან ტენდენციებს, საინტერესო რესურსებსა და კამპანიებს. ყოველი შეხვედრის შემდეგ გვქონდა მოცულობითი და შემოქმედებითი დავალებები, რომლებიც დამეხმარა პროგრამების უკეთ ათვისებაში და ცდისა და შეცდომის პრინციპით სასურველ შედეგებამდე მისვლაში.

ფინალური ნამუშევრის თემად შევარჩიე მუსიკალური ფესტივალის ილუსტრაცია, რადგან თავადაც მიყვარს მუსიკალური ფესტივალები. პროცესი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი გამოდგა. ვიზუალის გარდა, ვეცადე მომეფიქრებინა კონცეფცია, რომელიც განსხვავებული იქნებოდა უკვე არსებული ფესტივალებისგან და მნახველში აღძრავდა იმ დადებით ემოციებს, რაც ახლავს მუსიკალურ ფესტივალებს. იმედი მაქვს, ილუსტრაციებისა და პოსტერების მნახველს გაუჩნდება ამ (ჯერჯერობით) წარმოსახვით ფესტივალზე დასწრების სურვილი.

დამწყებ დიზაინერებს, ისევე როგორც საკუთარ თავს, ვურჩევდი, არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების და უკუკავშირის და რაც მთავარია, სიამოვნება მიიღონ დიზაინის შექმნის პროცესისგან.

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი