fbpx
ბრენდ დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნინო მახოშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 15 March, 2023

,,კურსმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.”

დღეს ნინო მახოშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ. ნინომ აკადემიაში ბრენდ დიზაინის კურსი გაიარა, ფინალური პროექტისთვის კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი იდენტობა შექმნა.

გიზიარებთ ინტერვიუს და ნამუშევრებს.

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ…

პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ, დამთავრებული მაქვს თოიძის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ სამხატვრო აკადემია – დიზაინის ფაკულტეტი.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

გრაფიკული დიზაინით დაახლოებით 8 წლის წინ დავინტერესდი. დავიწყე შესწავლა, თუმცა მაშინ არ არსებობდა კურსები და არც ისეთი სასწავლებლები, სადაც მოკლე დროში ადამიანი სრულყოფილი ცოდნის მიღებას შეძლებდა, რის გამოც ძალიან ნელი ტემპით და რთულად მიდიოდა თვითგანვითარების პროცესი. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა შესაბამისი კურსებიც გავიარე და ცოდნის დონე გავიუმჯობესე.

მუდმივად განვითარებად სფეროს, რომ ფეხი აუწყო, შენც უნდა ვითარდებოდე და იზრდებოდე შემოქმედებითად. ამიტომ სულ ვცდილობ მეტი ვისწავლო და რადგან ზოგადად ბრენდინგის თემა და „ბრენდ დიზაინი“ ძალიან მაინტერესებდა, გადავწყვიტე ამ ეტაპზე პროფესიული განვითარება ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.

ბრენდის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

მუდმივად თვალს ვადევნებდი აკადემიის გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეებს და სულ მქონდა სურვილი მეც გამევლო სასურველი კურსები, თუმცა დროის არ ქონის გამო უარის თქმა მიწევდა.

ამ ახალ წელს დაემთხვა ისე, რომ როცა აკადემიამ ბრენდ დიზაინის კურსზე ახალი ნაკადის მიღება დააანონსა, მქონდა დროის გამონახვის შესაძლებლობა და ბევრი აღარც მიფიქრია, დავრეკე და მაშინვე შევუერთდი კურსს.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

ბევრი კარგი მსმენოდა აკადემიის შესახებ და გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა კურსმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ბრენდის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსმა მომცა საკმაოდ მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და თავდაჯერებულობა.

-მენტორი..

თაკოზე ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაქვს: არის თავისი საქმის პროფესიონალი, ცოდნაც და გამოცდილებაც საკმაო აქვს. ნებისმიერ ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ცდილობდა ამომწურავი ინფორმაცია მოეცა. იცის რასაც საუბრობს და უყვარს თავისი საქმე, გემოვნებაც აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის. მით უმეტეს მენტორისთვის, რომელიც სხვა დიზაინერებს ასწავლის და მიმართულებას აძლევს.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვეტყოდი, რომ მუდმივად თვითგანვითარებაზე იზრუნონ და არასდროს არ დაკმაყოფილდნენ მიღწეული შედეგით. ბევრი იშრომონ და იმუშაონ საკუთარ თავზე.

ბრენდის დიზაინი

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

იქიდან გამომდინარე, რომ ფინალური ნამუშევარი უნდა ყოფილიყო ეროვნული მუზეუმის ახალი იდენტობა, უნდა შეგვექმნა ყველაფერი ლოგოდან დაწყებული საერთო სტილით დამთავრებული.

ლოგოს ინსპირაცია გახდა მუზეუმის ფონდში დაცული ეროვნული საგანძური, კერძოდ კი ოქროს თავსამკაულზე გამოსახული ირმის ფიგურა, რომელიც დასამახსოვრებელია დინამიკური კომპოზიციით და ასევე დამუშავების ტექნიკით. ამ ექსპონატზე გამოყენებული ,,ცვარას“ ტექნიკა უნიკალურს ხდის მას, რადგან ცვარას ტექნიკა იყო უძველესი კოლხური კულტურის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და მახასიათებელი ნიშანი. ის არის მაჩვენებელი ხარისხის და მოწინავე, მაღალტექნოლოგიური კულტურის. სწორედ ამ ნიშნით იყო გამორჩეული კოლხური ოქრომჭედლობა. ძალიან ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია თავად ირმის ფიგურა. რამაც გადამაწყვეტინა ამ ფიგურის გამოყენება ეროვნული მუზეუმის სიმბოლოდ.

წარმართულ ეპოქაში, თითქმის ყველა კულტურაში ის მიაჩნდათ სიცოცხლის, ნაყოფიერების და განახლების სიმბოლოდ. უძველეს მითოლოგიაში ირემი ზებუნებრივი ძალის მისტიკურ ცხოველად მიაჩნდათ, წმინდა ცხოველად, ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლოდ, ღმერთთან შუამავლად. მისი განტოტვილი რქები კი სიცოცხლის ხესთან ასოცირდებოდა.

უძველეს ხალხთა მითოლოგიაში ირემი ხშირად გველს მისდევს. იგი სიმბოლურად სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებად მოიაზრება, რადგან ირემი დაკავშირებულია ცასთან და სინათლესთან, გველი კი მიწისქვეშეთთან.

ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში იგი სიმბოლურად, ერთი მხრივ, ახლად ნათელღებულ ადამიანს განასახიერებს, ხოლო, მეორე მხრივ-თავად უფალს.

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი

ბრენდის დიზაინი