fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ნინო დვალის ფინალური პროექტი

თარიღი: 30 January, 2024

ნინო ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურდსამთავრებულია. მან ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ შექმნა სივრცე, რომელიც, მისი თქმით, პრაქტიკული და ფუნქციური იქნებოდა და სადაც თავადაც სიამოვნებით იცხოვრებდა.

მე ვარ ნინო დვალი, პროფესიით მთარგმნელ-რეფერენტი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილებით. მათ შორის უახლესი და ბოლო ცამეტწლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება.

ახლა რომ ვიხსენებ, ამ სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. მახსოვს, მუდმივად შენობებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი. თან წარმოვიდგენდი თითოეული ფანჯრის მიღმა, როგორი ინტერიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სააგენტოში ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა არქიტექტურული პროექტების საფუძვლიან განხილვას, შესაბამისად  მუშაობის თითქმის 13 წლიანი ისტორიის განმავლობაში  ასეულობით პროექტთან მაინც მქონდა შეხება და ვთვლი, რომ ამ პროცესში გამომიმუშავდა ინტერიერის დიზაინერისათვის საჭირო ბევრი უნარი. მუშაობის პროცესში, ვაცნობიერებდი, რომ თითოეული პროექტის განხილვა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ჩემთვის.

სწორედ ზემოთდასახელებული მიზეზების გამო, ჩავთვალე, რომ დრო იყო ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა ინტერიერის დიზაინში და გადავწყვიტე, ბებიის დანატოვარი ბინა განმეახლებინა, რომელსაც 60-70 წლების შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. ეს იქნებოდა ერთგვარი ექსპერიმენტი, რაც საბოლოოდ დამეხმარებოდა ჩემი თავის ამ სფეროში აღმოჩენაში.

ინტერიერის დიზაინის კურსი

 

რა თქმა უნდა, თავიდანვე გააზრებული მქონდა, რომ დიდ საქმეს ვეჭიდებოდი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ პროცესს თავიდან ბოლომდე ყველასგან დამოუკიდებლად მხოლოდ მე წარვმართავდი.

ჩვენ ძველ, არასტანდარტულ ბინას ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგალითად ოთახები ერთმანეთში იყო გამავალი სრულიად გამოუსადეგარი საინჟინრო კომუნიკაციებით, ხის კოჭებზე მოწყობილი  იატაკი დეფორმირებული იყო და კიდევ სხვა მრავალი წვრილმანი. ვუყურებდი ძველი ბინის არსებულ მდგომარეობას და ვხვდებოდი – ამ სივრცეში კომფორტულად ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ინტერიერის გეგმარების შეცვლა, ტიხრების დემონტაჟი, სანკვანძის, საძინებლების, სამზარეულოსა და მისაღები ოთახის არასტანდარტულ სივრცეში განაწილება და ა.შ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა კედლების ფერისა და ავეჯის დიზაინის გამოსაყენებელი მასალების ფერებისა და ფაქტურების შერჩევისა და ერთმანეთთან შეხამების პროცესი ჯერ გონებაში და შემდეგ ამ ყველაფრის რეალურად განხორციელება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ბებიას დანატოვარი ავეჯისათვის და  მისეული ნივთებისათვის ახალი სიცოცხლე შემეძინა. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ხის ავეჯის რესტავრატორები დამეხმარნენ, მაგრამ საკუთარი ხელით განვაახლე ძველი სანათები და საკიდები. ასევე, ინტერნეტრესურსების გამოყენებით, საკუთარი ხელითვე ავაწყვე ტიხრებიანი სარკეც.

სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებები გარკვეულ სირთულეებს მიქმნიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ვაცნობიერებდი, რომ ეს პროცესი არ იყო ჩემთვის დამღლელი და ამ სირთულეებსაც მშვიდად ვუმკლავდებოდი. რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნო მაინც საბოლოო შედეგის დანახვა და იმის გაცნობიერება იყო, რომ მე ეს შევძელი. 

ინტერიერის დიზაინის კურსი

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ინფორმაცია ჩემი შვილისგან მქონდა, რომელმაც გრაფიკული დიზაინის კურსი სწორედ ამ აკადემიაში გაიარა. გამუდმებით მთხოვდა ეს ჩემი ჰობი არ უნდა დარჩენილიყო უბრალოდ გართობად და  პროფესიულ დონეზე შემესწავლა. საბოლოოდ, ჩემი შვილის სერთიფიკატის გამოსატანად მისულმა ვიკითხე ინტერიერის დიზაინის კურსთან დაკავშირებული დეტალები. ადგილზე დეტალურად გამაცნეს კურსის სილაბუსი, თემატიკა და მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის ადგილი, სადაც შემეძლო მიმეღო საბაზისო ცოდნა, რაც დამეხმარებოდა პირველი ნაბიჯები გადამედგა ამ სფეროში. კურსის მიმდინარეობის პროცესში ნამდვილად დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. 

მე გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ კურსი არ იყო გრძელვადიანი, მოცემულ მოკლე დროში სწავლის პროცესი საკმაოდ  ინფორმატიული იყო. კურსი დამეხმარა როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. გარდა ამისა, ვთვლი, რომ განმივითარდა   შემოქმედებითი ხედვის უნარიც.

ინტერიერის დიზაინის კურსი

დამეთანხმებით, რომ სწავლის ხარისხს დიდ წილად მენტორის კომპეტენცია განსაზღვრავს. თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან გამიმართლა და მენტორად თათა სვანაძე შემხვდა. თათა არის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალი სფეროში უდიდესი გამოცდილებით.  მენტორისგან მომავალი მოტივაცია და ენერგია, წარმოუდგენლად კომფორტულს, მარტივს, საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდიდა სწავლის პროცესს.  

რთულია, თავად დამწყებმა დიზაინერმა ვინმეს რამე ვურჩიო. თუმცა ალბათ  კარგად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს და თუ რეალურად სურთ ამ სფეროში ყოფნა,  არ შეუშინდნენ გამოწვევებსა და რიგ სირთულეებს. თავდაუზოგავი შრომით და მონდომებით ყველაფერი გამოვა. ჩემთვის ჩემი მენტორის რჩევა ყველაზე მთავარია: ამ სფეროს მივუდგეთ შემოქმედებითად, ვეცადოთ გამოვიმუშაოთ ინდივიდუალიზმი და გვქონდეს ჩვენი ხელწერა.

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო სხვადასხვა დიზაინერის შემოქმედება იყო, თუმცა ფინალურ პროექტზე მუშაობისას მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელიც პრაქტიკული და ფუნქციური იქნებოდა და სადაც თავადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი