fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ნინო დიდებაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 25 March, 2025

ნინო დიდებაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ფიოდორ დოსტოევსკის წიგნის ყდების თავისებური ვარიანტები შექმნა. 

მე ვარ ნინო, 30 წლის. ბავშვობიდან ვხატავ და ზოგადად მიყვარს ხელოვნება და მასთან დაკავშირებული მრავალი სფერო. შემოქმედება ჩემთვის ის ყოველდღიური ჟანგბადია, რომლის გარეშეც არსებობა ვერ წარმომიდგენია. 

მრავალი წელია მეგობრები მირჩევდნენ, რომ გრაფიკული დიზაინი კარგად გამომივიდოდა ჩემი უნარების გათვალისწინებით და ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი თავი გამომეცადა ამ მიმართულებით და ახალი პროფესია შემეძინა. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ორი ძირითადი მიზეზის გამო ავირჩიე: პირველი – აქ მომეცა შანსი საკმაოდ მოკლე დროში შემესწავლა ის საკითხები, რის სწავლასაც ბევრად უფრო ხანგრძლივ დროში სთავაზობენ სხვა მსგავსი კურსები. მეორე – გრაფიკი იყო ისეთი, რომ როდესაც სრულგანაკვეთურ სამუშაოზე მუშაობ პარალელურად სწავლა არ გაგჭირვებოდა. 

აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე და მრავალი რამ ვისწავლე. ამ სფეროში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარები და ცოდნა შევიძინე, როგორც დამწყებმა. გარდა ამისა, ვისწავლე ვიზუალური კომუნიკაციის გზით კონკრეტული მესიჯის გადმოცემა.

ლექტორი იყო ამომწურავი, საკმაოდ საინტერესოდ და ღრმად ხსნიდა ყველა საკითხს. ყოველთვის ამოწმებდა იმას, გაიგო თუ არა ყველა კურსის მონაწილემ ახალი საკითხი, იყო ძალიან ყურადღებიანი. 

დამწყებ დიზაინერებს შემდეგ რამეს ვურჩევდი: მიიღეთ კრიტიკა და განაგრძეთ განვითარება – არასდროს აღიქვათ კრიტიკა პირადად, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობად. მე პირადად კურსის განმავლობაში ყველაზე მეტი ვისწავლე იქიდან, რაც მეშლებოდა და რასაც ლექტორთან ერთად ვასწორებდი. არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის, როდესაც რაიმეს ვერ გაიგებთ და არ იცით. 

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ჩემი საყვარელი ავტორი, დოსტოევსკი, რომლის პერსონაჟების შექმნაც სულ მინდოდა. ზოგადად აქტიური მკითხველი ვარ. ძალიან ბევრს ვკითხულობ ბავშვობიდან და რაც იშვიათია, მომწონებოდა, ეს იყო წიგნის ყდები, რომლებიც თითქმის ყოველთვის იყო მნიშვნელობისგან დაცლილი.

ჩემი ნამუშევრით ვეცადე იმას, რომ სანამ მკითხველი წიგნს წაიკითხავს, ემოციური შთაბეჭდილება მიიღოს დაახლოებით იმ პერსონაჟებზე და ისტორიაზე, რომელიც მას წინ ელოდება. 

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი