ჩვენი სტუდენტის ნინი გელაძის ფინალური პროექტი
თარიღი: 27 November, 2024
ნინი გელაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ციფრული ჟურნალი შექმნა.
გამარჯობა, მე ვარ ნინი გელაძე. დავამთავრე გრაფიკული დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, ამჟამად კი ორიენტირებული ვარ გრაფიკულ დიზაინში ჩემი უნარების გაღრმავებაზე. ჩემი ნამუშევარი გულისხმობს ვიზუალური კონტენტის შექმნას და ვცდილობ, ჩემი უნარები ყოველდღიურად განვავითარო.
ვიზუალური ხელოვნება ბავშვობიდან მომწონს, მაგრამ რეალური ინტერესი გრაფიკული დიზაინის მიმართ არქიტექტურის სწავლის დროს ჩამომიყალიბდა, სადაც ვიზუალური ხელოვნება დიდ როლს თამაშობს და გავლენას ახდენს კომუნიკაციასა და ბრენდინგზე.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ისინი უზრუნველყოფენ თანამედროვე და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც ძალიან სასარგებლოა დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.
რაც შეეხება კურსს, საინტერესო იყო და კარგად იყო სტრუქტურირებული. გარდა ამისა, უზრუნველყოფდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ბალანსს. საბოლოოდ, გრაფიკულ დიზაინში ღირებული ცოდნა მივიღე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე, არის ვიზუალური კომუნიკაციისა და პროექტების მართვის უნარი, რაც დიზაინში წარმატებისათვის აუცილებელია.
ჩემი ლექტორი იყო მიაკო ნადირაძე, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი. ნამდვილად ყველას ვურჩევ ამ ადამიანთან სწავლას. მასთან სწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. უფრო მეტი გვასწავლა ვიდრე იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. მისი გამოცდილება და რჩევები განსაკუთრებულად დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში.
დამწყები დიზაინერებისთვის ჩემი რჩევაა, რომ ყოველთვის ეცადოთ, შექმნათ საკუთარი სტილი და არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარების. უფრო მეტი პრაქტიკა, მეტი გამოცდილება.
ფინალური ნაშრომისთვის მინდოდა რაიმე განსხვავებულის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა არავის მსგავსი, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი რამ, რაშიც გაერთიანდებოდა ბევრი თემა. ასეთი აღმოჩნდა ციფრული ჟურნალი, სადაც გავაერთიანე ბევრი სტილი, ჩავატარე ექსპერიმენტები ფონტითა და ფოტოებით, შევქმენი ილუსტრაციები და კოლაჟები. ინსპირაციას ვიღებდი ნებისმიერი თემიდან. ჩემი მოგზაურობებიდან, ჟურნალებიდან თუ ყოველდღიური საქმიანობიდან.