fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ნიკა ბარქაიას ფინალური პროექტი

თარიღი: 25 December, 2024

ნიკა ბარქაია ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ თონის დიზაინი შექმნა. 

მე ნიკა ვარ, 29 წლის. ხატვისა და წიგნების მიმართ სიყვარულმა გადამაწყვეტინა პროფესიის შეცვლა და ასე აღმოვჩნდი აქ. ბავშვობიდან ვხატავ, ამიტომაც ყოველთვის მომწონდა ლამაზი და საინტერესო ვიზუალების აღმოჩენა ან შექმნა.

ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეს და მათი გადაწყვეტილება იყო ციფრული ინდუსტრიის აკადემია. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ გაამართლა ამ არჩევანმა.

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აკადემიაში იყო ჩემი პირველი შეხება ამ სფეროსთან 14 ვორქშოფის შემდეგ მგონია, რომ უკვე ყველაფერი ვიცი, რაც მჭირდება.

კურსის დასრულების შემდეგ ყველაფერს სხვა პერსპექტივით ვუყურებ. ვხვდები, რომ ყველაფრისგან შემიძლია რაიმე ლამაზისა და მნიშვნელოვნის შექმნა და ყველაფრისგან შემიძლია ინსპირაციის მიღება, მთავარია, სხვადასხვა რაკურსიდან შევხედო.

ჩემი ლექტორი ქეთი შალუტაშვილი იყო. იშვიათად შეხვდებით მენტორს, რომელიც ასე გარკვევით და საინტერესოდ ხსნის მოცემულ მასალას.

სიმართლე გითხრათ, გრაფიკული დიზაინისადმი მხოლოდ ინტერესი მქონდა და ცოტა არ იყოს ზედაპირულად ვუყურებდი ამ სფეროს. თუმცა კურსის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ბევრად ღრმა სფეროა და ჩემთან იმაზე ახლოსაა ვიდრე აქამდე მეგონა. ეს სწორედ ქეთის დამსახურებაა. უდიდესი მადლობა მას ასეთი საინტერესო და პროდუქტიული კურსისთვის.

დამწყებ დიზაინერებს პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ბევრი მასალა მოიძიონ იქნება ეს საიტები თუ წიგნები. არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების და სცადონ სხვადასხვა სტილის დიზაინების შექმნა, მანამ სანამ თავიანთ სტილს არ იპოვიან. მიიღონ ყველაფრისგან ინსპირაცია და იყვნენ თამამები.

მოგეხსენებათ, რომ თონე თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში გვხვდება და ჩემი დაკვირვებით, ზედმეტად ერთფეროვანია ყოველი მათგანი. მეც ხშირი მომხმარებელი ვარ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ ცოტა უფრო განსხვავებული და სახალისო ვიზუალი ექნებოდა. თანაც, ჩვენი ტრადიციის ნაწილია და ალბათ ტურისტებისთვისაც უფრო საინტერესო იქნებოდა ისეთი თონე, სადაც მსგავსი დიზაინი იქნებოდა როგორიც ჩემს ნამუშევარშია.

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი