fbpx
ვებ პროგრამირების კურსი

ჩვენი სტუდენტის ნია გაბუნიას ფინალური პროექტი

თარიღი: 19 June, 2024

ნია გაბუნია ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ვებ პროგრამირების 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ სტატიკური ფეიჯი ააწყო. 

მე ვარ ნია გაბუნია, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსდამთავრებული. გავიარე ვებ პროგრამირების კურსი, რამაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა პროგრამირების საწყის ეტაპზე.

ხშირად მესმოდა მეგობრებისგან რომ ეს სფერო რთული, შრომატევადი, თუმცა პერსპექტიული და ყველაზე მოთხოვნადი იყო. ვინაიდან იმის ინტერესი ყოველთვის მქონდა, თუ როგორ იქმნებოდა საიტები, გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი ამ სფეროშიც გამომეცადა.

ხშირად მსმენია დადებითი შეფასებები ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე. გარდა ამისა, სანამ გადავწყვეტდი, რომელ აკადემიაში დავვუფლებოდი პროგრამირების სფეროს, ბევრი ინფორმაცია მოვიძიე სოციალურ ქსელში. ამასთანავე დიდი როლი ითამაშა თვითონ აკადემიის პიარკამპანიამაც, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყო.

აკადემიაში გავიარე ვებ პროგრამირების ურსი, რომელიც იმაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მიუხედავად ბევრი შრომისა და ღამისთევისა, ის შედეგი, რაც საბოლოო პროექტზე დავდე, საამაყო იყო, რადგანაც აკადემიამ უზრუნველყო ყველა ის რესურსი, რაც აუცილებელი იყო მოკლე დროში ამ კურსის შესასწავლად.

ამ კურსის მეშვეობით შევიძინე დეტალებზე ორიენტირების, პროექტის მართვისა და პრობლემის გადაჭრის უნარი.
ჩემი მენტორი გახლდათ ქრისტინა მაკალათია, რომელსაც უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ, რადგანაც გარდა ცოდნისა, მას ნამდვილად გააჩნდა პროფესიონალური ახსნისა და გადმოცემის უნარი, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ სტუდენტს გაუმარტივდეს შესწავლის პროცესი.

დამწყებ დეველოპერებს ვურჩევდი, რომ სრულად გამოიყენონ ყველა ის რესურსი, რასაც გვთავაზობს აკადემია. არ შეგაშინოთ პროგრამირების ენის სირთულემ და ივარჯიშეთ ძალიან ბევრი, რადგანაც ყველაზე მეტ ცოდნას სწორედ პრაქტიკაში გამოიმუშავებთ.

ვინაიდან ძალიან მომწონს მუსიკალური სფერო, არ მიფიქრია ბევრი თუ რა საკითხზე მემუშავა ფინალურ პროექტზე და შთაგონების წყაროც სწორედ მუსიკა გახდა.