fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნათია ტოგონიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 18 July, 2023

ჩვენი სტუდენტი, ნათია ტოგონიძე გიზიარებთ საკუთარ ამბავს. ნათიამ კურსის დასრულების შემდეგ შექმნა ფინალური პროექტი – წარმოსახვითი ტურისტული დღიური.

მე ვარ ნათია, 26 წლის. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით, თუმცა გამუდმებით მიზიდავდა უფრო მეტად შემოქმედებითი სფეროები და ყოველთვის განვიცდიდი, რომ ამ კუთხით ნაკლებად მეძლეოდა განვითარების საშუალება. დავიწყე ძიება იმისა, თუ როგორ შევძლებდი ჩემი შემოქმედებითი უნარებისა და ხედვის გამოყენებას ისე, რომ სამომავლოდ ახალი პროფესია შემეძინა. სწორედ ამ დროს, გადავწყვიტე, რომ შემესწავლა გრაფიკული დიზაინი და ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მივმართე ციფრული ინდუსტრიის აკადემიას. 

გრაფიკული დიზაინი

სასწავლო დაწესებულების არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან  ჩემი მეგობრები რეკომენდაციას სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიას უწევდნენ, მათ ვენდე და იმედებიც არ გამიცრუვდა. ვფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში საკმაოდ მსუყე საბაზისო ცოდნა მივიღე და შემიძლია ფოტოშოპისა და ილუსტრატორის პროფესიონალურ დონეზე გამოყენება.

რაც შეეხება მენტორს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ლექციების განმავლობაში, მისი დამსახურებით, თავს ვგრძნობდით ძალიან კომფორტულად, არ გვერიდებოდა კითხვების დასმა და თითოეული ჩვენგანი ვიღებდით ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.

გრაფიკული დიზაინი

არა მხოლოდ დიზაინერებს, არამედ ყველას, ვისაც რაიმე პროფესიის შესწავლა უნდა და ახლა იწყებს ვურჩევდი, რომ მთავარია გადადგან პირველი ნაბიჯები, ისიამოვნონ სწავლის პროცესით და მცირედი დაბრკოლებების გამო არ გაჩერდნენ.

გრაფიკული დიზაინი

იდეა, რომ ჩემი ფინალური ნამუშევრის ძირითადი თემა დღიური ყოფილიყო უკავშირდება ბავშვობიდან გამოყოლილ ჩვევას, რომელიც დღიურში წვრილმანი ჩანახატების გაკეთებას, კინოს ბილეთებისა და სხვადასხვა სამახსოვრო წერილების ან გამხმარი ყვავილების შენახვას გულისხმობს.  ამ იდეას თან დაერთო მოგზაურობის სიყვარულიც და გადავწყვიტე, რომ შემექმნა წარმოსახვითი ტურისტის დღიური, რომელიც აგროვებს ფოტოებს და აკეთებს ჩანაწერებს. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ჩემს წარმოსახვით ტურისტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უნდა ემოგზაურა, თუმცა საბოლოოდ თბილისზე შევჩერდი და ყურადღება გავამახვილე მისი უბნების მრავალფეროვნებაზე, აგრეთვე თავი მოვუყარე ჩემს ინტერესებს: მხატვრობას, კინოს, არქიტექტურას.

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი