ჩვენი სტუდენტის – ნათია თასოშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 27 June, 2023
მე ვარ ნათია თასოშვილი. 19 წლის. სტუდენტი. ჩემი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე ბევრი ინტერესი მაქვს. მიყვარს ხელოვნება და ენების შესწავლა. ამჟამად ვსწავლობ იაპონურ ენას, რომელიც ფინალური პროექტის შექმნაშიც დამეხმარა.
გრაფიკული დიზაინისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. საერთოდ ხელოვნებით ბავშვობიდანვე გატაცებული ვარ, განსაკუთრებით მიყვარს ხატვა და ანიმაციური პერსონაჟების შექმნა, ამიტომაც მინდოდა მესწავლა, როგორ შემექმნა ეს ყველაფერი ციფრულად, რაშიც აკადემია ძალიან დამეხმარა.
დიდი ხნის ძიების შემდეგ, ინფორმაციისა და მეგობრების რეკომენდაციების მიხედვით ავარჩიე ეს აკადემია და არც შევმცდარვარ, რადგან მართლაც ძალიან კარგი გარემო დამხვდა.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. აკადემიამ ჩემი მოლოდინები ნამდვილად გაამართლა და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჩემი აზრით, შემოქმედებითობისა და შრომისმოყვარეობის უნარი ამ სფეროში დიდ როლს თამაშობს. კურსი კი ამ უნარების განვითარებაში ძალიან დამეხმარა.
ჩემი მენტორი ძალიან ენერგიული და პოზიტიური მარიამ ნადირაძე იყო. ყოველთვის საინტერესო ლექციებისა და მოცემული დავალებების შედეგად განმივითარდა შემოქმედებითობის უნარი და მეტად მოტივირებულიც გავხდი, რაც მენტორის დამსახურებაა.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ არ მოერიდონ სიახლეებს და სირთულის მიუხედავად მუდმივად ისწრაფოდნენ შექმნან რაღაც საინტერესო და თამამად გამოხატონ საკუთარი თავი.
ფინალური ნამუშევრისთვის შთაგონების წყარო ანიმე “Demon slayer” გახდა. როგორც ვახსენე პერსონაჟების ხატვა ძალიან მიყვარს, ამიტომაც გადავწყვიტე დამეხატა პერსონაჟები და შემექმნა მათთვის დამახასიათებელი დიზაინი.