fbpx
ინტერიერის დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ნანა ბერიძის ნამუშევრები

თარიღი: 8 November, 2022

,,თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილი.“

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ნანა ბერიძის ფინალურ პროექტს:

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..

მე ნანა ვარ, მშენებელ-ინჟინერი თხუთმეტწლიანი გამოცდილებით. სხვა ქვეყანაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვედი საქართველოში და აქ დავფუძნდი.

ინტერიერის დიზაინი

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

სფერო, სადაც ამჟამად დაკავებული ვარ, მოიცავს სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას. პროექტებისთვის ვქმნი ნახაზებს და შემდეგ უზრუნველვყოფ მათ სისრულეში მოყვანას, მიწევს დიზაინერებთან მუშაობა.

გადავწყვიტე, რომ თუ გავივლიდი და შევისწავლიდი ამ კურსს, ეს ჩემთვის დამატებითი ბენეფიტი იქნებოდა, გათვალისწინებით იმისა, რომ ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

როდესაც დავიწყე კურსის მოძიება, სხვადასხვა გამოხმაურებაზე დაყრდნობით გადავწყვიტე ამერჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია.

ინტერიერის დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე 3D MAX-ის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად საკმარისი აღმოჩნდებოდა ერთი თვე ამ სფეროს შესასწავლად, კურსი საკმაოდ მრავალფეროვანი და კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. ამიტომ კმაყოფილი ვარ შეძენილი ცოდნით.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

როდესაც ახალ პროექტს ვიღებ, ყოველთვის ვცდილობ შედეგი რაც შეიძლება მალე დავინახო, ამიტომ ხშირად ვჩქარობ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ შევიძინე არის მოთმინების უნარი.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ამ სფეროთი, ეს კურსი თქვენთვის არის შექმნილია. მოეკიდეთ მოთმინებით ყოველ გაწეულ შრომას და შედეგიც არ დააყოვნებს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ჩემი ოცნების სახლი, რომელიც ბუნების და სიმყუდროვის შერწყმა იქნებოდა.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი