fbpx
UI/UX დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის – მათე ხარჩილავას ფინალური პროექტი

თარიღი: 16 May, 2023

,,ერთ-ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კონკურსი, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც სწავლა სრულიად ფინანსდებოდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც გავხდი კონკურსის გამარჯვებული და მომეცა შესაძლებლობა სასურველი კურსი სრულიად უფასოდ შემესწავლა.”

ჩვენი კურსდამთავრებული – მათე ხარჩილავა მოგიყვებათ თუ რა მნიშვნელოვანი უნარები გამოიმუშავა UI/UX-ის კურსის განმავლობაში და რა გახდა მისი შთაგონების წყარო ფინალურ პროექტზე მუშაობისას:

გამარჯობა! მე ვარ მათე ხარჩილავა, 22 წლის გრაფიკული დიზაინერი, სამწლიანი გამოცდილებით ციფრული პროდუქტების სფეროში. გრაფიკული დიზაინით ადრეული ასაკიდან დავინტერესდი, თუმცა ჩემი პირველი ნაბიჯები 2019 წლიდან იწყება, როდესაც გადავწყვიტე ეს სფერო შემესწავლა. ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავე ძალიან ბევრ პროექტზე, რომლებმაც საშუალება მომცა განვვითარებულიყავი და დამეხვეწა საკუთარი უნარ-ჩვევები. ამ ეტაპზე გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ვმუშაობ კომპანია Goodwill- ში.

UI/UX-ით გასულ წელს დავინტერესდი, როდესაც საფუძვლიანად შევიტყვე რას მოიცავდა Web დიზაინი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე შემესწავლა ეს პროფესია, თუმცა დროის უქონლობამ შემიშალა ხელი პროფესიის აქტიურად შესწავლაში.

მას შემდეგ, რაც UI/UX-ით დავინტერესდი დავიწყე იმ ადგილების მოძიება, სადაც შევძლებდი სრულყოფილად შემესწავლა ეს პროფესია. ძიების და მეგობრების რეკომენდაციის შემდეგ არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე, რომელიც საბოლოოდ გამართლებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კონკურსი, რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც სწავლა სრულიად ფინანსდებოდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც გავხდი კონკურსის გამარჯვებული და მომეცა შესაძლებლობა სასურველი კურსი სრულიად უფასოდ შემესწავლა.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რაც ამ კურსი განმავლობაში გამოვიმუშავე ვიზუალური კომუნიკაციაა მომხმარებელთან. ვიზუალური კომუნიკაცია ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია პროდუქტის სრულყოფილებაში. სწორედ აქ გავიგე, როგორ დავამყარო სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რომელმაც საბოლოოდ განაპირობებს შენ მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხიანობას.

გიგის ძალიან გამოცდილი მენტორია, რომლის უნარ-ჩვევები დამეხმარა მარტივად მიმეღო ყველა ის დეტალი, რაც მჭირდებოდა UI/UX-ის სრულყოფილად შესწავლაში. მისმა გამოცდილებამ და გადმოცემის უნარმა განაპირობა ამ სფეროს მიმართ ჩემი ინტერესის გაღრმავება სწავლის პროცესში და სწორედ ამ ყველაფრის ხარჯზე შევძელი იმაზე მარტივად ამეთვისებინა ეს პროფესია, ვიდრე წარმომედგინა.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ პრაქტიკული გამოცდილებასთან ერთად თეორიული გამოცდილებაც დააგროვონ. დიზაინი მუდმივად განვითარებადი სფეროა, ამიტომ აუცილებელია სიახლეებთან ადაპტაცია, ყოველდღიური სიახლეებისა თუ ტენდენციების შესწავლა, განვითარება ყველა იმ პროცესთან ერთად, რაც ყოველდღიურობაში დღითიდღე ინერგება დიზაინის ინდუსტრიაში. ასევე ვურჩევდი, რომ არ შეაშინონ გამოწვევებმა, სიახლეებმა. ალბათ ყველაზე მეტად ადამიანს დაუღალავ შრომასთან ერთად კრიტიკა და სხვა ადამიანებისგან მიღებული აზრი ავითარებს, ამიტომ ეცადეთ ყველას გაუზიაროთ თქვენი ნამუშევრები და მიიღოთ შესაბამისი აზრი საზოგადოებისგან, რაც სამომავლოდ ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებით.

ფინალური პროექტის თემატიკაზე დიდხანს ვფიქრობდი, საბოლოოდ შთაგონებად ჯანსაღი ცხოვრება და ცხოვრების წესი იქცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ველოსიპედი და ველოსიპედით გადაადგილება. მოვიძიე რამდენიმე ქართული ონლაინ ველოსიპედის მაღაზია და მივხვდი, რომ ამ სფეროს ნამდვილად სჭირდება განვითარება. ფინალურ პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ასევე გამოწვევებით აღსავსე იყო, რაც ასევე საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის.

UI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსიUI/UX დიზაინის კურსი