fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის მარიამ ტომარაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 17 July, 2024

მარიამ ტომარაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან Archicad-სა და 3ds Max-ის კურსები გაიარა და ფინალური პროექტისთვის მყუდრო და ამასთანავე ესთეტიკური დიზაინი შექმნა. 

გამარჯობა, მე მარიამი ვარ. ახლახან დავასრულე მეორე კურსი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
ბავშვობიდან მხიბლავდა ის პროფესიები, სადაც შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და იდეების გაცოცხლებას შევძლებდი, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ დიზაინერი ვიქნებოდი. კონკრეტულად ინტერიერის სფეროს არჩევა 14-15 წლის ასაკში გადავწყვიტე.
როდესაც იმ ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც შევძლებდი დამატებითი ცოდნის მიღებას, ბევრ ადამიანს ვკითხე აზრი. მათმა უმრავლესმა ნაწილმა ციფრული ინდუსტრიის აკადემია მირჩია. ინფორმაცია მოვიძიე და მომეწონა, რასაც აკადემია მთავაზობდა. არ შევმცდარვარ, დამხვდა კომფორტული, მეგობრული და სწავლისთვის იდეალური გარემო.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე Archicad-სა და 3ds Max-ის კურსი. ვისწავლე წამყვანი პროგრამები ინტერიერის დიზაინის სფეროში, გავიარე პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპები, მივიღე პერსონალური რჩევები ლექტორებისგან და საფინალო ნამუშევრების დახმარებით გავაკეთე პორტფოლიო.

კურსის გავლის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი სხვადასხვა პროგრამებში მუშაობისას. აკადემიაში ყოველი ლექციის შემდეგ ვხედავდი საკუთარ განვითარებას, რაც მოტივაციას მაძლევდა და როგორც აღვნიშნე, თავდაჯერებულობას მმატებდა.

ჩემი აზრით, სწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია ლექტორის დამოკიდებულება საქმისა და სტუდენტის მიმართ. აკადემიაში ლექტორები პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეკიდებოდნენ სწავლის პროცესს და მეხმარებოდნენ პრობლემების გადაჭრაში. ლექტორებისგან ამომწურავ პასუხს ვიღებდი ყველა კითხვაზე და ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას მუშაობის პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ დაჩის და ქალბატონ თამარს.

დამწყებ დიზაინერებს იმას ვეტყოდი, რომ როდესაც ინტერიერის დიზაინის სფეროში ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ჩემი აზრით, მთავარია გვახსოვდეს, რომ მუდმივად უნდა ვისწავლოთ რაიმე ახალი. ინტერიერის დიზაინი ამოუწურავი სფეროა, ამიტომ მისი შესწავლა და სიახლეების გაცნობა არ უნდა შევწყვიტოთ. დანარჩენ შემთხვევაში ვენდოთ პროცესსა და საკუთარ შემოქმედებითობას.

ჩემს ფინალურ ნამუშევარში მინდოდა შემექმნა მყუდრო და ამასთანავე ესთეტიკური დიზაინი. ამის მისაღწევად გამოვიყენე რამდენიმე სახის ხის მასალა და ნეიტრალური ფერთა პალიტრა.

ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი