fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის მარიამ რომანჩუკის ფინალური პროექტი

თარიღი: 21 February, 2024

მარიამ რომანჩუკი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურდსამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ შექმნა ნამუშევარი, რომლის შთაგონების წყაროც რამდენიმე თვის წინ ნაპოვნი დედა იყო. 

მე ვარ მარიამ რომანჩუკი, 25 წლის.  ძალიან მიყვარს ხელოვნება და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი თავი ყველა სფეროში გამოვცადო, რაც ხელოვნებას ეხება. 

ამ სფეროს მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა. რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის გამიჩნდა ინტერესი, მგონი სულ მქონდა.

მეგობრისგან ბევრი კარგი რამ მსმენია ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე, შესაბამისად, მეგობრის რჩევას ვენდე და ნამდვილად გაამართლა.

მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. შთაბეჭდილებაზე მოკლედ რომ ვთქვა, იმაზე მეტი მივიღე და ვისწავლე, ვიდრე ველოდებოდი.

გარდა იმისა, რომ კურსის განმავლობაში ავითვისე ორი პროგრამა: ფოტოშოპი და ილუსტრატორი, კურსმა ასევე მომცა უნარი, უკეთ გადმომეცა ჩემი სათქმელი ვიზუალურად.

ჩემი მენტორი იყო ნინი მუშკუდიანი. ძალიან მეგობრული და ნამდვილად კარგი მასწავლებელი.

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო დედა, რომელიც რამდენიმე თვის უკან ვიპოვე. პროექტში გადმოცემული მაქვს ის დღე, როცა პირველად ვნახე.

გრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი