ჩვენი სტუდენტის მარიამ ნატრიაშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 24 April, 2024
მარიამ ნატრიაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ბრენდ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ შექმნა წარმოსახვითი ბრენდის “Books In Vake”-ს დიზაინი.
მე ვარ მარიამ ნატრიაშვილი, ფერმწერი და გრაფიკული დიზაინერი. 2020-ში დავამთავრე სამხატვრო აკადემია – დაზგური ფერწერის ფაკულტეტი.
სულ რაღაც 1 წელია რაც ამ სფეროთი ვარ გატაცებული. ამ დროის განმავლობაში 2 კურსი გავიარე და ასევე 6 თვის განმავლობაში სამუშაო გამოცდილებაც მივიღე კრეატიულ სააგენტო “მავერიკში”.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ პირველად მეგობრისგან გავიგე, შემდეგ ჩემმა ლექტორმაც მითხრა თქვენთან მოვსულიყავი. ისიც მითხრა, რომ ძალიან კარგი კურსები გაქვთ და არაჩვეულებრივი გუნდი, რაშიც თავადვე დავრწმუნდი.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ბრენდ დიზაინის კურსი, თამარ ჭაბუკიანთან. არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ საოცარი კურსი იყო. ძალიან ინტენსიური, ინფორმატიული და საინტერესო.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კურსის მეშვეობით შევიძინე მუშაობის პრაქტიკა იყო. ამ პროცესის ყველა მნიშვნელოვანი საფეხური ზედმიწევნით დეტალურად გავიარეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვნად აისახება სამუშაოს სწორად დაგეგმვა საბოლოო შედეგზე.
თამარ ჭაბუკიანი არის ის ლექტორი, რომლის გამოც 100%-ით ღირს ამ კურსის გავლა. საოცარი ადამიანი, საოცარი უნარებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნოთ.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეწყვიტონ სწავლა. ამ სფეროში არის ულევი შესაძლებლობები.
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც წიგნები ყველაფერზე მეტად უყვართ და მის სამყაროში მთლიანად იძირებიან.