ჩვენი სტუდენტის მარიამ მწითურის ფინალური პროექტი
თარიღი: 25 July, 2025
მარიამ მწითური ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოუშენ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 12 ვორქშოპის შემდეგ თავისივე შექმნილი პერსონაჟის, მატამას 2D ანიმაცია შექმნა.
გამარჯობა, მე ვარ მარიამ მწითური 23 წლის. პროფესიით გრაფიკოს დიზაინერი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩემს ცხოვრებაში დიზაინი,როგორც ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი.
ბაკალავრის დამთავრების შემდეგ მინდოდა მეტი მესწავლა, მეტად კონკურენტუნარიანი რომ ვყოფილიყავი ბაზარზე, მაგისტრატურატურაზე არც მიფიქრია ჩემი მიმართულებით, რადგან ვფიქრობ, კურსები მომგებიანია დროისა და ფინანსების გათვალისწინებით.
ყოველთვის მინდოდა შემექმნა მოძრავი საინტერესო კადრები, მქონია გამოცდილება სხვა პროგრამებიდან, როგორიცაა Adobe Animate, სადაც შემიქმნია მარტივი ანიმაციები, მაგრამ არსებული პროგრამის გრაფიკა არ იყო საკმარისი ჩემთვის.
აკადემიაში მოუშენ დიზაინის კურსი გავიარე და უმოკლეს დროში მივიღე ცოდნა, რომელსაც თან ახლავდა გამომწვევი და საინტერესო დავალებები.
კურსმა გარდა იმისა რომ ცოდნა მომცა, მეტი ინტერესი და მოტივაცია გამიჩინა, რომ კარგი 2D დიზაინერი გავხდე.
ჩემი ლექტორი, ბატონი ნიკა, ყველაფერს საინტერესოდ და გასაგებად ხსნიდა და არასდროს არ ზარდებოდა სტუდენტებს რამის ახსნასა და გარკვევაში. ლექციები იწყებოდა და სრულდებოდა სულ ერთი კითხვით :”მეგობრებო, კითხვები ხომ არ გაქვთ?” ყოველთვის ცდილობდა ლექციიდან არავინ წასულიყო ისე, რომ რამე გაუგებარი არ ქონოდა.
დამწყებ დიზაინერებს, ვურჩევდი რომ რაც შეიძლება მეტი “გარისკონ/ცადონ”, იმისთვის რომ მეტი ისწავლონ.
ჩემი ფინალური ნამუშევარი იყო ჩემივე შექმნილი პერსონაჟის, მატამას 2D ანიმაცია.