ჩვენი სტუდენტის მარიამ მთავრიშვილი ფინალური პროექტი
თარიღი: 16 June, 2025
მარიამ მთავრიშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში UI/UX დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ მიტანის სერვისის აპლიკაციის დიზაინი შექმნა.
ბავშვობიდან მომწონდა კრეატიული საქმიანობა — ხატვა, ბისერებით ნივთების შექმნა, ძერწვა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც პირველად მქონდა შეხება კომპიუტერულ პროგრამებთან. დავინტერესდი პროგრამების ცოდნით, ამიტომ მაგისტრატურაზე გრაფიკულ დიზაინზე ჩავაბარე 3D მიმართულებით. გავიარე ისეთი პროგრამები, როგორებიცაა Adobe Illustrator, Photoshop, Blender და ვიდეო მონტაჟიც. ამ მიმართულებით მუშაობა მომწონდა, თუმცა ვიგრძენი, რომ მეტი ცოდნა და ახალი გამოწვევები მჭირდებოდა, რის გამოც გადავწყვიტე UI/UX დიზაინის შესწავლა.
ინტერესი UI/UX დიზაინის მიმართ თანდათან ჩამომიყალიბდა, როცა ვიგრძენი, რომ გრაფიკული დიზაინი სრულად არ მყოფნიდა. მინდოდა არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ მომხმარებლის გამოცდილების შექმნა და იმ პლატფორმების დიზაინი, რომელთა გამოყენებაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლია ადამიანებს.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ ციფრული ინდუსტრიია აკადემიაში სწავლა შედეგზე არის ორიენტირებული და აკადემიის პროგრამები კარგად არის გაწერილი, სწორედ ამიტომ აქ გავიარე 3D Max-ის და გრაფიკული დიზაინის კურსიც და მქონდა დადებითი გამოცდილება. UI/UX-ის შესასწავლადაც სწორედ აქ დავრჩი. აკადემია აძლევს სტუდენტებს ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ უნარებს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩემი ლექტორი იყო ძალიან დაკვირვებული და დეტალურად ხსნიდა ყველაფერს. განსაკუთრებით მომეწონა მისი კომუნიკაციის უნარი და გადმოცემის სტილი – სილაბუსი იყო კარგად ჩამოყალიბებული და დეტალურად, საფუძვლიანად იყო ყველაფერი ახსნილი. მასთან კომუნიკაცია კომფორტული და მოსაწონი იყო. მისი ცოდნა და გადმოცემის უნარი ძალიან დამეხმარა ფაქიზი დეტალების შესწავლაში.
UI/UX-ის კურსმა გამიმყარა უნარი, როგორ გავაკეთო დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ ფუნქციურად მოხერხებული, მომხმარებელზე ორიენტირებული. ვისწავლე პროტოტიპების შექმნა და მომხმარებლის საჭიროებების გაანალიზება.
დამწყები დიზაინერებისთვის ჩემი რჩევაა – იყავით მოთმინებული და შეუპოვარი. ყოველთვის ეძებეთ ახალი ცოდნა, არ შეგეშინდეთ შეცდომების და პრაქტიკა გაიარეთ ბევრი. დიზაინი მუდმივი სწავლაა და მნიშვნელოვანია, მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად გაგება.
ჩემი ფინალური პროექტი იყო მიტანის სერვისის აპლიკაცია. შთაგონება წამოვიდა ყოველდღიური საჭიროებიდან – გვინდა სწრაფად, მარტივად და კომფორტულად მივიღოთ მომსახურება. ვეცადე დიზაინი მომერგო სხვადასხვა ასაკის ადამიანზე, განსაკუთრებით გავითვალისწინე ინტერფეისის სიმარტივე და ინტუიციური ნავიგაცია, რათა ყველასთვის მარტივად გამოსაყენებელი ყოფილიყო – როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის.